დღეს, ქ. ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანს ჩაეყარა დაფუძველი.
როგორც ზაზა ფაჩულიას მეგობარმა და კომპანია „გალფის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვანო ნაკაიძემ განაცხადა, ეს რიგით მეოთხე ასეთი ტიპის კორტი იქნება თბილისის, გორის და სენაკის შემდეგ.
_ჩვენი მიზანია, ახალგაზრდობს სპორტით იყოს დაკავებული. ჩვენ უზრუნველყობთ ქუჩის საკალათბურთო ჩემპიონატების ჩატარებას. ყველა ის ნორჩი კალათბურთელი, რომელიც ამ პროფესიას გაჰყვება და ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო აკალდემიაში ჩაირიცხება, მათ დაფინანსებას ჩვენ ვუზრუნველყოფთ.
ზაზა ფაჩულია ატლანტაშიც თამაშობდა, საიდანაცაა ჩვენი სტუმარი, გალფის გენერალური დირექტორი ქრეიგ ქრამერი. ზაზა დღეს ვერ ესწრება ამ პრეზენტაციას, მაგრამ 2021 წლის სექტემბრისათვის, როცა ეს მოედანი გაიხსნება, იგი პირადად მიიღებს მის გახსნაში მონაწილეობას_ განაცხადა ვანო ნაკაიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ თქვა, რომ ყოფილი რაიკავშირის ტერიტორიაზე გაშენდება სკვერი, სადაც ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებიც იქნება. მისი თქმით ქ. ოზურგეთის ერთ-ერთი კარგი სპორტული ობიექტი შეემატება. შემდეგ „გალფის“ მარკენტინგის დირექტორმა ნინო ჯიბლაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი. სამადლობელი სიტყვები წარმოთქვეს, ოზურგეთის სპორტის გაერთიანების ცენტრის მწვრთნელმა აზა მჟავანაძემ და ახალგაზრდა კალათბურთელმა ლეო თოიძემ.
მსგავსი სტატიები
- 49ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 45დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 44ეს იყო ისტორიული სიტყვა წარმოთქმული სვიმონ ჯანგულაშვილის მიერ, დიდი ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვისას მთაწმინდაზე „ვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს…
- 43ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 38ქ. ოზურგეთში, ექადიაზე მცხოვრები 22 ოჯახისთვის მათ მფლო-ბელობაში მყოფი 3,6 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გაფორმება წლებია არ ხერხდება. ექად-იელთა აქციებმა, კოლექტიურმა წერილებმა ჯერ სააკაშვილის, შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ის შედეგი გამოიღო, რომ ჯერ-ჯერობით მავანმა და მავანმა ამ „მსუყე ლუკმის“ გადაყლაპვა ვერ შეძლო, თუმცა ამის მცდელობა იყო, როცა ეკონომიკის სამინისტრომ 2011…