ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცესკო უკვე წლებია საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაზე ატარებს რიგითი ნომრების წილისყრით განსაზღვრის პროცედურებს.
„შეგახსენებთ, რომ გუშინ ამოიწურა ცესკოს თავმჯდომარისთვის ბლოკების რეგისტრაციის მიზნით მომართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, რიგითი ნომრების განსაზღვრის ბოლო ვადა 1 ოქტომბერია (არჩევნების დღემდე 30 დღით ადრე), თუმცა ცესკოს მიერ სხვადასხვა პროცედურების დროულად დასრულების შედეგად, რიგითი ნომრების განსაზღვრის პროცესი არჩევნების დღემდე 42 დღით ადრე ჩატარდა.
ამასთან, გუშინ ცესკომ, საარჩევნო სუბიექტების საქმიანობისთვის მაქსიმალურად ხელშეწყობის მიზნით, მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს გაუმარტივდათ რიგითი ნომრების გამოყენების პროცედურა. მათ მიეცათ შესაძლებლობა 31 ოქტომბრის 3-ვე ტიპის არჩევნებში გამოიყენონ დღეს მინიჭებული რიგითი ნომერი ან ის რიგითი ნომერი, რითაც მონაწილეობას იღებდნენ ბოლო საერთო მუნიციპალიტეტის არჩევნებში“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. დღეს გამართულ წილისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო 47-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენებს, კანონმდებლობის თანახმად, უფლება ჰქონდათ წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინათ რიგითი ნომერი.
მსგავსი სტატიები
- 10000ქეთი გობრონიძე: კონკრეტული კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიას დეტალურად ჯერჯერობით არ გავცნობივარ. კანდიდატებზე ზოგადი ინფორმაცია მაქვს. იმედია არჩევნებამდე ცოტა მეტ ინფორმაციას მოგვაწოდებენ კანდიდატებიდან ვიცი ვასილ ჩიგოგიძე, ნინი შეწირული, ასევე ვიცი, რომ „ლელოს“ ჰყავს კანდიდატი, მაგრამ კონკრეტულად ვინ, არ ვიცი. ნანა ქუტიძე: არ ვარ პოლიტიკით დაინტერესებული. დეპუტატობის არც ერთ კანდიდატს არ ვიცნობ გარდა…
- 10000უფასო პოლიტიკური რეკლამა დღეს, გურიის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ვაკიჯვრის თემის (ვაკიჯვარი, ფამფალეთი) და ბახვის თემის (ბახვი, ქვედა ბახვი, მშვიდობაური, თავკობული) მოსახლეობას შეხვდა. ორთავე შეხვედრას „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით დარჩია უძღვებოდა. სოფელ ვაკიჯვარში შეხვედრაზე 80-ზე მეტი, ხოლო სოფელ ბახვში 150-მეტი ამომრჩეველი მოვიდა. ორთავე შეხვედრაზე…
- 10000დღეს, პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, ნინო შეწირული-გობრონიძე, რომელსაც 12 წლიანი გამოცდილება აქვს სოფლის მეურნეობისა და კვების უსაფრთხოების საკითხებში.იგი 4 წლის განმავლობაში იყო სოფლის მეურნეობის სააგენტოს უფროსი გურიის რეგიონში. გურიის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდოარე ბექა ნაცვლიშვილი; გენერალური მდივანი მარიამ ჯაში; პარტიის პოლიტსაბჭოს…
- 65დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 54საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას სანიტარიულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში. სწორედ აღნიშნული უფლების რეალიზების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არჩევნებში ჩართულ…