დღეს, 26 იანვარს, ქ. ოზურგეთში, ყოფილი მანაქანათმშენებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართა. ქ. ოზურგეთის (ექადია-ანასეულის), სოფლების (მაკვანეთის, ლიხაურის) მოსახლეობა (80-მდე კაცი) შპს „არერსა მეთალის“ მიერ მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების საწარმოს მშენებლობას აპროტესტებდნენ. 28 იანვარს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა უნდა გამართულიყო.

წელს  რამდენიმე თვეა ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს აღნიშნული საწარმოს მშენებლობას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაგზავნილ კოლექტიურ წერილში (ხელს აწერდა 72 კაცი), ისინი გზშ-ს განხილვის ოზურგეთში გამართვას და მათ ჩართულობას ითხოვდნენ. თუმცა სამინისტრომ ლოქდაუნის დროს ონლაინ რეჟიმში გადაწყვიტა განხილვის გამართვა, სადაც მოსახლეობის ჩართულობიის ალბათობა მცირე იყო.

ბოლო დღეებში საპროტესტო მუხტი გაძლიერდა. 20 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წერილობით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს განხილვის გადადების შესახებ. გუშინ, სამინისტრომ  განხილვა გადადო, შეწყვიტა აღნიშნული დოკუმენტის ადმინისტრაციული წარმოება  და შპს „არერსა მეთალს“ საფუძვლიანი შენიშვნები გადაუგზავნა. აღნიშნული წერილითაც დასტურდება, რომ აღნიშნული პროექტის სკოპინგის ეტაპზე მისი საჯარო განხილვა არ ჩატარებულა, ხოლო ანასეულის წყალმომარაგების ჭაბურღილები, რომელიც აღნიშნული ქარხნიდან 20-30 მეტრში მდებარეობს და სახელმწიფომ ანასეულის დასახლების წყალმომარაგების პროექტზე 7 მილიონი ლარი დახარჯა, საერთოდ არ იყო შეტანილი გზშ-ში (?!).

აქციაზე სიტყვებით გამოვიდნენ: აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე ირმა გორდელაძე, საიას ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე, ექადიის უბნის მცხოვრები კაკო თავდუმაძე.

მოსახლეობის კითხვებს  შპს „არერსა მეთალის“აღმასრულებელი დირექტორმა  შავლეგ მიგრიაულმა უპასუხა.

შავლეგ მიგრიაული გაზეთ „ალიონთან“ ამბობს, რომ ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე კიდევ 3 საწარმოს გაკეთებას გეგმავენ და ფერადი ლითონების გადამამუშავებელი საწარმო პრობლემას არ შეუქმნის მიმდებარე მოსახლეობას.

აქციის მონაწილე ცისანა ცენტერაძემ გაზეთ „ალიონთან“ საუბარში აღნიშნა,რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან არც ერთი ხელმძღვანელი აქციაზე არ მისულა, მით უმეტეს, წინასაარჩევნო შეხვედრისას ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე მოსახლეობას შეპირდა, რომ  ასეთი სახის ტოქსიკური საწარმო ოზურგეთში არ აშენდებოდა..ასეთივე შეპირება ჰქონდათ მათ  ამჟამად პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძესაგანაც… მანვე თავისი  შენიშვნა საკრებულოს მისამართითაც წარმოთქვა, რომ აქციაზე მათი  უბნის მაჟორიტარი დეპუტატიც კი არ მივიდა.

აქციას საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან მგელაძე ესწრებოდა, რომელიც გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენდა.

შპს „არერსა მეთალმა“დაზუსტებული დოკუმენტაცია სამინისტროში 2 თვის ვადაში უნდა წარადგინოს.

მსგავსი სტატიები

  • 54
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 54
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 54
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 51
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 50
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…