საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა  მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს  მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

_„მე მინდა გაცნობოთ, რომ დღეს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარვუდგინე. ჩემი გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტში მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი გვეყოლება, სხვა წევრები კი დაკავებულ თანამდებობაზე დარჩებიან. თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რომელიც სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, იგი არის წარმატებული მენეჯერი და მე მჯერა, რომ იქნება წარმატებული თავდაცვის მინისტრი. ამავდროულად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს  მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

მას მსხვილი პროექტების მართვის მიმართულებით უდიდესი გამოცდილება აქვს და მე მჯერა, რომ ბატონი ირაკლი ასევე წარმატებული მინისტრი იქნება. მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტს უკვე წარვუდგინეთ და კენჭისყრა კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში გაიმართება. ბოლოს, მე მინდა ქალბატონ  მაია ცქიტიშვილს გულწრფელი მადლობა გადავუხადო მისი ერთგული სამსახურისთვის, ჩვენი ქვეყნისათვის გაწეული არაჩვეულებრივი საქმიანობისთვის, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ მთავრობას, უკვე ხუთი პრემიერ – მინისტრის მთავრობას და მე მინდა, მას კიდევ ერთხელ, ჩვენი გუნდის სახელით და პირადად ჩემგან გულწრფელი მადლობა გადავუხადო“, _ განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი სტატიები

  • 55
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 52
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 46
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 45
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 44
    ირაკლი ღარიბაშვილი _ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს; გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ; დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება, მილიონ-ნახევარი მოქალაქის აცრა_თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები არ დაუდგნენ მხარში, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ; ვაქცინები ადგილზეა, იმაზე მეტი, რაც საჭიროა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. _„მილიონ-ნახევარი…