_„დღეს პოლიტსაბჭოს სხდომამ ერთხმად გადაწყვიტა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელდეს ირაკლი ღარიბაშვილი,“ – ამის შესახებ პოლიტსაბჭოს ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ინფორმაციისთვის: დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის პოსტი დატოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება დროებით გადაიდო.