გაიცანით, 28 წლის მაგდა ქააძე, რომელიც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და უკვე ორი წელია, „ჯორჯიან ეარვეისში“ მუშაობს. საფრენოსნო ფაკულტეტზე ჩაბარება რომ გადაწყვიტა, მშობლებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. დღეს მაგდა „ბოინგს“ მართავს.
მაგდა ქააძე:
„14-15 წლიდან ვვარჯიშობდი კიკბოქსინგში, ვიყავი საქართველოს ჩემპიონი, ავიღე შავი ზღვის თასიც. ჩემი ძმა ჩემზე ორი წლით უფროსია. ისიც საფრენოსნო ფაკულტეტზე სწავლობდა. ბიძაშვილებიც მფრინავები მყავს. სკოლას რომ ვამთავრებდი, მივხვდი, რომ მეც პილოტობა მინდოდა. დედა მაინცდამაინც არ აღფრთოვანდა, ძმამ ჩვეულებრივად მიიღო, მამამ კი მითხრა, თუ გინდა, უნდა გააკეთოო.
გამოცდები ჩავაბარე, მეორე დღეს კი მამაჩემი თუშეთის გზაზე დაიღუპა… მამას ცხვრის ფერმა ჰქონდა და ჩემი ძმა იძულებული გახდა, სოფელში დაბრუნებულიყო და მეურნეობისთვის მიეხედა, რომ სწავლის გაგრძელება მე მაინც შემძლებოდა. თავდაუზოგავად შრომობდა და ცდილობდა, ოჯახიც ერჩინა და ჩემი სწავლის ფულიც გადაეხადა. დედა პროფესიით პედაგოგია, მაგრამ ახლა დიასახლისია, ძმა უკვე გამოცდილი ფერმერია, ქმარი კი ჯარისკაცია და თან მფრინავის პროფესიას ეუფლება. მფრინავობა ჩემი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია, მე მაინც ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო. რაც დრო გადის, ჩემი პროფესია უფრო მიყვარდება, თუმცა ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა. აუცილებელია მოთმინება, სწრაფი, ლოგიკური აზროვნება, შრომისმოყვარე უნდა იყო, პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გქონდეს – სხვანაირად ამდენი ადამიანის ბედს ვერ ინდობ. სწავლის პროცესიც არ არის ადვილი და დიდ მოთმინებას მოითხოვს. როცა ინსტრუქტორთან ერთად ხარ, გგონია, ყველაფერს გააკეთებ, მაგრამ მერე ხვდები, რომ თურმე მასზე იყავი დამოკიდებული…
ჩემს თავში კიდევ ბევრი ახალი რაღაც აღმოვაჩინე. მაგალითად, თურმე შემძლებია ხატვა, სუვენირების კეთება და საახალწლო მორთულობების შექმნა. ვფიქრობ, ვარ ძლიერი ქალი, რომელსაც ცხოვრებაში არაფრის შეეშინდება. ქალბატონებო და არა მარტო ქალბატონებო, ყველა სიძნელის დაძლევა შეიძლება, მთავარია მობილიზება და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.“
ნინო მშვიდობაძის ფეისბუკგვერდიდან.
მსგავსი სტატიები
- 86"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 86საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 80დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 7828 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
- 73რეკომენდაციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის ვეფხვის წელი 2022 წლის 1 თებერვალს დგება, მაგრამ ჩვენ მიჩვეული ვართ ამ დღესასწაულის წინასწარ აღნიშვნას, ახალი წლის კალენდრის შესაბამისად. ამის გათვალისწინებით, ღირს, 31 დეკემბერს ყურადღება მივაქციოთ მომავალი წლის მასპინძელს- წყლის ვეფხვს. წლის მფარველ ცხოველთან „მეგობრობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა სწორი ჩაცმულობაა. ვეფხვი ლამაზი და ნათელი ცხოველია. ამიტომ, უნდა…