ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ბასილაშვილმა ფინალურ ტურნირში ისტორიული გამარჯვება ორ სეტში მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელ სპორტსმენს რობერტო ბაუტისტა აგუტის 7:6, 6:2 ქულით მოუგო.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელ ჩოგბურთელთან შეხვედრამდე ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად აღიარებული შვეიცარიელი როჯერ ფედერერიც დაამარცხა.