_დღეს არის მართლაც დიდი ზეიმი. ოზურგეთს ამშვენებს ეს უნიკალური თეატრი, რომელიც 150 წელს ითვლის, _ ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სრულად რეაბილიტირებული ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თეატრი გარემონტდა უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და ფონდი „ქართუს” დახმარებით.
_„მე მინდა ყველას მოგესალმოთ. მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, თეატრის და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ოზურგეთის საზოგადოებას. მე მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ ყველას. დღეს არის მართლაც დიდი ზეიმი. ოზურგეთს ამშვენებს ეს უნიკალური თეატრი, რომელიც 150 წელს ითვლის. ეს სილამაზე, ეს დიდებული თეატრი, როგორც ბატონმა ვასილმა აღნიშნა, გარემონტდა უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და ფონდი „ქართუს” დახმარებით.
მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ სულ ახლახან მოედნის მეორე მხარეს სიმბოლურად გავხსენით სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის სტელა, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის. კიდევ ერთხელ მოვიგონეთ ეს დიდებული ადამიანი. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული ხალხი და გურია მინდა განსაკუთრებულად გამოვყო გამორჩეული ნიჭიერებით. ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ფენომენი სწორედ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რაოდენ გამორჩეული მხარეა გურია და გურული ხალხი. მე მინდა ყველას მოგეფეროთ დიდი სიყვარულით, სითბოთი და პატივისცემით. დიდი მადლობა, გილოცავთ კიდევ ერთხელ,“ _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რეაბილიტაციის შედეგად, ოზურგეთის თეატრი ულტრათანამედროვე ხმის და განათების სისტემებით აღიჭურვა. მასში განთავსებულია ორი სრულფასოვანი სცენა, რადიო სტუდია რადიო სპექტაკლების ჩასაწერად; შენობა მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს, მასში ფუნქციონირებს მსახიობთათვის საგრიმიორო, სარეკვიზიტორო, სადურგლო საამქროები, აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. თეატრში არის სხვადასხვა სარეპეტიციო სივრცე, ხმის ჩამწერი სტუდია, ოთახები მუზეუმისთვის, სამხატვრო სადეკორაციო – სახელოსნოსთვის, მცირე დარბაზი – ექსპერიმენტული სცენა, რომელსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეუძლია; შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
თეატრს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ახლად რეაბილიტირებულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენას – „მონატრება- ნუ გააღვიძებ” დაესწრო, რომელიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა.
სწრო, რომელიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა.
მსგავსი სტატიები
- 49ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 44დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 4228 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 41რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 41საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…