ქ.ოზურგეთში, ფქვილის საწარმო „გურია ექსპრესის“ (ამ საწარმოს „გულისტანსაც“ უწოდებენ) თანამშრომლები უკვე 18 დღეა გაფიცულები არიან. ისინი ცუდ სამუშაო პირობებს, დაბალ ანაზღაურებას და ხელმძღვანელობის მხრიდან არასათანადო მოპყრობას აპროტესტებენ.
_ძალიან ცუდ სამუშაო პირობებში გვიწევდა მუშაობა, ამას დაუმატეთ ძალიან დაბალი ანაზღაურება. ამიტომ გავიფიცეთ. ქარხნის ხელმძღვანელობა არ აპირებს ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას _უთხრა ჟურნალისტებს გაფიცულმა გულნარა ქადეიშვილმა.
_18 დღეა გაფიცული ვართ. რას ვითხოვთ: შრომის პირობების გაუმჯობესებას და შრომის ნორმალურ ანაზღაურებას. ჩვენი ხელფასი 650 ლარს შეადგენდა, თუმცა, ეს ქაღალდზე იყო და ჩვენი ანაზღაურება 250-300 ლარი თუ იყო. გაფიცვის დაწყებისას დავიწყეთ მოლაპარაკება საწარმოს ხელმძღვანელობასთან, მაგრამ უშედეგოდ.დრო გაჰყავთ. ჩვენი მოთხოვნა ხელფასის 800 ლარამდე გაზრდაა, მაგრამ ურჩევნიათ 10-ჯერ მეტი ზარალი მიიღონ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილონ. ველოდით გურიის მხარის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ჩვენი ბედით დაინტერესდებოდნენ, მაგრამ არავინ შეგვხმიანებია. გვაქვს ინფორმაცია, რომ დღეს კომპანია საწარმოში ახალი თანამშრომლების შეყვანას აპირებს, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ _გვითხრა გაფიცულმა ლადო ურუშაძემ.
დღეს „გურია ექსპრესის“ ხელმძღვანელობიდან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მსგავსი სტატიები
- 50ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 49_თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები არ დაუდგნენ მხარში, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ; ვაქცინები ადგილზეა, იმაზე მეტი, რაც საჭიროა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. _„მილიონ-ნახევარი…
- 48საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 48"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 48ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…