იტალიაში, 34 წლის ქართველმა ემიგრანტმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა.
„ჩამომხრჩვალი იპოვეს ქართველი ემიგრანტი იტალიაში 34 წლის ელზა ძინძიბაძე. გლოვობს ოზურგეთი, ანასეული. ასე რატო დაგვტოვე დე ჩემი შოთიკო ელენე და ნიტას რა ეშველებათ შენი სიმწრით გაზრდილი შვილები, 2 თვეა დატოვე და წახვედი მაგისთვის ჩახვედი ამხელა გზაზე რომ ასე გაგემწარებინა შენი ოჯახი.
პატარა ბავშვებს როგორ უნდა აუხსნა, რომ ვეღარასდროს ნახავს დედაა?! რა უსამართლოა ცხოვრება. რამხელა სიმწარეა მშობლისთვის და რამხელა გაურკვევლობა ბავშვებისთვის… საშინელებაა აღარ ჰყავთ დედა…
„ყველა ემიგრაციაში დასრულებული სიცოცხლე მტკივა, არა აქვს მნიშვნელობა ვიცნობ თუ არა, ან მიზეზი გარდაცვალების რა იყო, გაუფრთხილდით სიცოცხლეს და ერთმანეთს, უფალს ვებარებოდეთ“,- წერს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე.
ოჯახის ახლობლის ნ.შ-ს თქმით, ელზა ძინძიბაძე თემო გუდავაძის მეუღლე გახლდათ და ორი თვის წინ წავიდა იტალიაში.
_სამი შვილი დატოვა. უმცროსი 2 წლისაა… საშინელება მოხდა_გვითხრა მან.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საკონსულო ინფორმაციას ავრცელებს.
_„იტალიაში, ქალაქ ბარიში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა“,__ ნათქვამია ინფორმაციაში.
Prime Time ფოტო.
მსგავსი სტატიები
- 49ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 45ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 44დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 38საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 38საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს ის. ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნების მიხედვით: ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით ბაკი და…