დღეს, ქ. სენაკში საზეიმოდ გაიხსნა   აკაკი ხორავას სახელობის განახლებული დრამატული თეატრი და რეგიონული თეატრების მე-7 საერთაშორისო ფესტივალი.

არქიტექტორ ვახტანგ (ხუტა) გოგოლაძის პროექტით 1953-59 წლებში აშენებული ულამაზესი თეატრი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სენაკის კულტურული ცხოვრების ჭეშმარიტი კერა იყო.

იგი ყოველმხრივ რეაბილიტაციას საჭიროებდა, 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თეატრის რეკონსტრუქცია „ქართუ” ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. შენარჩუნებულია თეატრის უნიკალური მხატვრობა.

140-ე თეატრალური სეზონის გახსნის ცერემონიალს საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა. გურიის დელეგაციას სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე ვასილ ჩიგოგიძე ხელმძღვანელობდა.

შემოქმედებითი კავშირის _საქართველოს თეატრალური საზოგადოების ჯილდო -აკაკი ხორავას სახელობის პრემია, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობს, საქართველოს სახალხო არტისტს გაბრიელ მდინარაძეს გადაეცა.

მე-7 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მესხეთის სახელმწიფო თეატრმა ვაჟას უკვდავი „სტუმარ-მასპინძელით“ გაიხსნა.

 

მსგავსი სტატიები

  • 52
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 51
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 47
    ბეჟან ნაკაიძე - 100განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი,  კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი  და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…
  • 44
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 43
    ოზურგეთის თეატრის განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები   დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  ვასილ ჩიგოგიძემ  რადიოთეატრის სტუდიაში ჟურნალისტებს შეხვდა და თეატრის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. _ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 153-ე სათეატრო სეზონი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში 2021 წლის 14 მაისს გახსნა. სეზონის გახსნამდე დასმა 6 პრემიერა მოამზადა. ოზურგეთის თეატრის ისტორიაში…

არ გამოტოვოთ