15 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, წვერმაღალას პარკში გამართულ გურიის აგრო-ტურისტული ფესტივალზე – „ჩაის გზა“, ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტმა წარადგინა „ჩაის ბუჩქის გასხვლის ინოვაციური ტექნიკური საშულება“ (“Innovative technical device for pruning tea bush” – The technical device consists of a secateurs, which are connected to the walk-behind tractor system. When using technical means, labor productivity increases significant and quality).
დანადგარი დამზადებულია საქართველოს პატენტის – GE U 2020 2040 Y მიხედვით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) დაფინანსებული პროექტის _„პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2“ ფარგლებში რომელსაც ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SDC) დაფინანსებით. ინოვაციური ტექნიკური საშულების და პატენტის ავტორებია: ბახვა დოლიძე – ტექნიკის დოქტორი; ზურაბ ანდღულაძე – ინჟინერი-კონსტრუქტორი; თემურ რევიშვილი – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი; ლიანა შავიშვილი – ბიოლოგიის დოქტორი.
ტექნიკური საშუალების დამამზადებელია – შპს ტრაქტორ-სერვისი“ (ქ. ქუთაისი).
მოწყობილობა შედგება სატრანსპორტო საშუალებასთან (სერიული წარმოების მოტობლოკი) დაკიდების სისტემით დაკავშირებულ სასხლავი აპარატისგან.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ გამოფენაზე ჩაის სასხლავი ინოვაციური ტექნიკური საშუალების მოქმედების პრინციპს გაეცნო და საქმიანი შეკითხვების დასმის შემდეგ, შესაძლო თანამშრომლობაზე ისაუბრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბატონმა იმამურა აკირამ.
ფესტივალის დასრულების შედეგ ჩატარდა მცირე სამექნიზაციო ინოვაციური ტექნიკური საშუალების საველე პირობებში გამოცდა.
მსგავსი სტატიები
- 68დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 64„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ნუგზარ ასათიანი დავით თენიეშვილი ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენია, რომელსაც გურიაში ჩაის კულტურის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები აქვს გადადგმული. მან რედაქციასთან სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზეისაუბრა: _ პროფესიით მძიმე მანქანათმშენებელი ვარ. გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ვმუშაობდი კომპანია „ბახმაროში“, რომელიც ჩაის ნარჩენებიდან პოპულარულ სასმელს…
- 63საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 61„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს და 2024 წელს პირველ ნაბიჯებს გადადგამს, 5 ჰექტარ ჩაის ფართობზე ბიო ჩაის მოიყვანს.ამისთვის კი, მხოლოდ ორგანულ სასუქებს გამოიყენებენ. ინდ.მეწარმე ჯონი ნაჭყებიას 2012 წლიდან სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დღეს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით იგი…
- 60“სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი” ავტორი _ვლადიმერ მენაბდე “ჰიდროელექტროსადგურები აუცილებლად უნდა აშენდეს, ობიექტური ეკოლოგიური დასკვნისა და მონიტორინგის საფუძველზე. გურიის რელიეფის და არსებული ლანდშაფტის გათვალისწინებით, უპირატესობა მცირე და საშუალო ჰესებს უნდა მიენიჭოს. ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია, მისი განვითარება გამოიწვევს სხვა სექტორების განვითარებას, მათ შორის, გადამამუშავებელი ინდუსტრიის. ქვეყნის მასშტაბით, დადებითი ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა…