_თვითმმართველობის არჩევნებში მინიმუმ საპარლამენტო არჩევნების შედეგს გავიმეორებთ, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, რა პროცენტიც არ უნდა იყოს დაფიქსირებული, რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე – სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობაიძი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „1%-ც რომ აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, თვითმმართველობის არჩევნების საფუძველზე, არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება“.
მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი 43 პროცენტით სპეკულირებაა და სწორედ ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ ამ სპეკულაციას წერტილი დაუსვა.
„რიგგარეშე არჩევნებზე სპეკულაციებს ჩვენ წერტილი დავუსვით და საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ მიშელის შეთანხმებიდან სამი თვის განმავლობაში ოპოზიციას აღარ ჰქონდა არც ერთი წინასაარჩევნო გეგმა, არც ერთი დაპირება და პროექტი. მათი ერთადერთი საზრუნავი გახლდათ პროცენტი და როგორმე „ქართული ოცნების“ ყველაფრის ფასად და ყველაფრის სანაცვლოდ დაზიანება.
ისინი ცდილობდნენ, როგორმე გაეკეთებინათ ყველაფერი, რომ საკითხი გამხდარიყო 43 პროცენტი და არა ის, თუ რა სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყანას. ჩვენ სამი თვის განმავლობაში შევასრულეთ პრაქტიკულად ყველა ის პირობა ცალმხრივად, რომელიც აღებული ჰქონდა სახელისუფლებო გუნდს და ჩვენს პოლიტიკურ პარტიას. როგორც კი ჩვენ, ჩვენი მოქალაქეები და პარტნიორები დავრწმუნდით იმაში, რომ ოპოზიციას არა არჩევნები, ქვეყნის მომავალი, არამედ ერთადერთი მიზანი ჰქონდა – 43 პროცენტთან დაკავშირებით სპეკულაცია, ჩვენ წერტილი დავუსვით ამ სპეკულაციას და ამ შეთანხმებამ 43 პროცენტთან დაკავშირებით, თავის თავი ამოწურა. სწორედ ამას ეხმიანება ირაკლი კობაიძის განცხადება, რომ ნებისმიერ პროცენტთან კავშირში აღარ იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, არჩევნები არის კონსტიტუციით გარანტირებული 2024 წელს და ის ჩატარდება 2024 წელს. ჩვენ ვთვლით, რომ მინიმუმ საპარლამენტო არჩევნების შედეგს გავიმეორებთ თვითმმართველობის არჩევნებში, გვაქვს მეტი მხარდაჭერის მოლოდინიც მოქალაქეების მხრიდან, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, რა პროცენტიც არ უნდა იყოს დაფიქსირებული, რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება“, _ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მსგავსი სტატიები
- 62საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 62"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 58ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 58ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 57რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…