ავტორი მარი კოძოევი

ყოფილმა პრემიერმა და პარტია,,საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ოზურგეთში, პარტიული ორგანიზაცია დააფუძნა და როგორც თავად თქვა წინასაარჩევნო კამპანიაც დაიწყო. გახარიამ მერობის კანდიდატიც წარადგინა. ,,კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის განსახიერება” ასე წარადგინა მან გია ცეცხლაძე. ,,როგორც კი ოზურგეთში ღირსეული კანდიდატი წარვადგინეთ დაიწყო ღირსეული კანდიდატების ცვენა, მაგრამ ღირსეულთა შორის ღირსეული გიაა_ თქვა ყოფილმა პრემიერმა.

 

გიორგი გახარია: _დარწმუნებული ვარ თქვენთან ერთად წარმატებაში და გამარჯვებაში. ჩვენი, ყველას მიზანი გახლავთ ძლიერი სახელმწიფო. ჩვენ თუ 30 წლის შემდეგ ერთი და იგივე წრეზე სიარული არ გავარღვიეთ და არ შევქმენით ძლიერი სახელმწიფო , წინ ვერ წავალთ. რა არის ჩვენთვის ძლიერი სახელმწიფო? ძლიერი სახელმწიფო არის ძლიერი ინსტიტუტები, ძლიერი პოლიცია, მასწავლებელი, ექიმი, საჯარო მოხელე. მოვიდა დრო სახელმწიფოს ემსახურებოდნენ ღირსეული, კეთილსინდისიერი პროფესიონალები. ვერაფერს ვერ მივაღწევთ თუ პროფესიონალი არ იქნება კეთილსინდისიერი და მარტო კეთილსინდისიერებაც ბევრს ვერაფერს მოგვცემს თუ პროფესიონალიზმი არ არის. ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ. ჩვენ ვართ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის ბრძოლისთვის და შრომისთვის მზად. შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს რომ მუნიციპალური არჩევნები მეორე ხარისხოვანია, ეს ასე არ არის. ამ ქვეყნის მშენებლობა და სიძლიერე რეგიონებიდან უნდა დაიწყოს. განსაკუთრებით პზურგეთიდან, მხარიდან რომელმაც ქვეყანას უდიდესი სახელმწიფო მოღვაწეები შესძინა. ამ ქალაქს, ამ მუნიციპალიტეტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენთვის. ეს არ იქნება ოფისი. ეს იქნება სახლი თითოეული ოზურგეთელისთვის, რომელსაც ყოველთვის შეეძლება მოიტანოს თავისი იდეა, პრობლემა. დარწმუნებული ვარ, იცოდეთ რომ ამას ყოველთვის ექნება ღირსეული გამოხმაურება.

 

თითოეული ადამიანი, რომელიც აქ იქნება ჩვენი სახე, უნდა ავარჩიოთ თქვენთან ერთად, ისევ იგივე კრიტერიუმების შესაბამისად _ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ რომ სხვანაირად ვერ ავაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს. ჯობია კეთილსინდისიერი პროფესიონალი იყოს საყრდენი ძალა ვიდრე არჩევანი შევაჩეროთ ახლობელზე, ნეთესავზე, მეზობელზე. ამას უნდა გადავეჩვიოთ. ამასთან უნდა გვესმოდეს რომ თუ პოლიტიკური ველი ახალგაზრდებისთბის არ გავხსენით კიდევ 20 წელი ვუყურებთ ერთი და იგივე სახეებს. რომლებსაც ვუყურებდით 30 წელი და უკვე მობეზრდა ყველას. ამ სახეების უმეტესობამ ვერაფერი შესძინა ქვეყანას. ამიტომ ჩვენი ძირითადი პრინციპი იქნება ახალგაზრდები. რა თქმა უნდა მარტო ახალგაზრდები ვერაფერს გაალეთებენ, ერთი ძლიერი, გამოცდილი ხანდაზმული 3-4 ახალგაზრდა.

გახარიას თქმით,, ლეგიტიმურად” ეკითხებიან ,,შენ იქ არ იყავიო?” ,,მე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ მეშინია. რა თქმა უნდა იქ ვიყავი, იქიდან მოვდივარ და დღეს ოცნებაში ბევრი ღირსეული ჩვენი მეგობარია. არ ვიკადრებთ ჩვენი წარსული ვლანძღოთ და ვიჭორავოთ. იქ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა მაგრამ ბევრი შეცდომაც იყო, რომელზეც ვიღებ პასუხისმგებლობას. სწორედ ეს პასუხისმგებლობაა რატომაც დღეს აქ ვდგავარ. ამ შეცდომების გამოსწორებაა ჩვენი მთავარი მიზანი”_  განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 88
    სოფელ ნაგომარში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა   წუხელ, დაახლოებთ 01 საათსა და 30 წუთზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომრის ადმინისტრაციული შენობაში ხანძარი გაჩნდა და  დაიწვა. შენობაში იყო განთავსებული საბავშვო, ბაღი, საექიმო უბანი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობა. შენობის უმეტესი ნაწილი გარემონტებული იყო. ხანძრის გაჩენის მიზეზად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება. ხანძარი მოსახლეობამ გვიან შეამაჩნია,…
  • 84
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 77
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 72
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 72
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…

არ გამოტოვოთ