„კროკუს სიტი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143 კაცამდე გაიზარდა. ამის შესახებ მედიაჯგუფის „რუსეთი დღეს“რედაქტორმა მარგალიტა სიმონიანმა ტელეგრაფ-არხზე განაცხადა. _მსხვერპლი უფრო მეტია, ვიდრე ეს „ნორდ ოსტზე“ იყო. ..თქვა მან.
არსებული ინფორმაციით, „ლილო მოლის” ტერიტორიაზე ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. , ხანძრის ქრობის სამუშაოებში 12 ავტოცისტერნაა ჩართული და კიდევ იგეგმება დამატებითი ტექნიკის ჩართვა. ცეცხლი, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.
გავცელებული ინფორმაციით, ქ. ოზურგეთში საშუალო ასაკის მამაკაცმა ს.ვ-მ თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. იგი ქა. ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდა და ერთ-ერთ აიპში მუშაობდა. აღნიშნული მამაკაცი ჩამომხვრჩვალი რესტორან „ფიროსმანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. მოხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.გვამი ექსპერტიზაზე ბათუმში წაიღეს.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, „კროკუსის“ტერაქტის მონაწილეები დააკავეს. ამის შესახებ რია ნოვოსტი იუწყება. რუსეთის გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვის ცნობით დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის „კროკუს სითი ჰოლში“ განხორციელებული ტერაქტის უშუალო მონაწილე 4 პირი. ბორტნიკოვმა ამის შესახებ ვლადიმერ პუტინს უპატაკა _წერს გამოცემა.