კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH)პორტფელი ოპერირებად („ბახვი 3 ჰესი“ და „ლახამი ჰესი“), მშენებლობის ეტაპზე („ახალქალაქი ჰესი“) და შესწავლის სტადიაში („ბახვი 1 ჰესი“) არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს მოიცავს.

„ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრები 2021 წლის 8-9 სექტემბერს, ახალქალაქს სტუმრობდნენ.ვიზიტის დროს,მრჩეველთა საბჭოს წევრები, სხდომის ფარგლებში, რომელიც ახალციხეში გაიმართა, „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის გარშემო მიმდინარე სიახლეებს გაეცნენ. კერძოდ, კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია „ბახვი 1 ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შესწავლის ანგარიშის მომზადების პროცესზე, მიმდინარე კლევებსა და სოციალურ აქტივობებზე. მეორე დღეს კი, ახალქალაქი ჰესის სამშენებლო პროცესი მოინახულეს.

„ახალალაქი ჰესი“ მცირე,  მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, კორხისწყალზე არის დაგეგმილი. პროექტი შედგება ორი სათავე ნაგებობისგან, თითოეულისათვის გათვალისწინებული თევზსავალითა და თევზამრიდით,ორიმიწისქვეშამილსადენისგან, ორი ჰესის შენობისგან, საერთო ქვესადგურისა და გადამცემი ხაზისგან. პროექტის დადგმული სიმძლავრე არის 9.1 მეგავატი და მისი წლიური გენერაცია შეადგენს 45 გიგავატსაათს. ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურს გააჩნია გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მართვისგეგმა, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის განვითარება სგარემოს დაცვისა  დასოციალური საკითხების მართვის სტანდარტების შესაბამისად. ადგილობრივ ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითი გავლენის მოხდენის მიზნით, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სოფლების მოსახლეობასთან თანამშრომლობით, შემუშავდა სოციალური პროექტების ნუსხა, რომელიც განხორციელდა 3 მიმდებარე სოფელში.

„ბახვი 1 ჰესის“ საბჭოს წევრებმა დაათვალიერეს ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო მოედანი და ერთ-ერთი სოციალური პროექტი, ორჯის წყლის სატუმბი სადგური, რომლის აღდგენის შედეგად  ადგილობრივ  მოსახლეობას აქვს საშუალება 600 – 700 ჰექტარი სავარგულები მორწყას.

„ახალქალაქი ჰესი“, რომლის ინვესტორია კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH), მაგალითია იმისა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კომპანია ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგს და რა პრინციპებით ახდენს კომპანია CCEH პროექტების დაგეგმარებასა და განხორციელებას.

გთხოვთ, იხილოთ ახალაქალქის ვიზიტის ამსახველი ვიდეო მასალა და მრჩეველთა საბჭოს წევრების შეფასებები ჩვენს მიერ მომზადებულ ვიდეო ფაილში.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 82
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა 2022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის    გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…
  • 80
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 74
    CCEH-ის ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური გურიიდან ჩასულმა დელეგაციამ დაათვალიერა  2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს  მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…
  • 74
    „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, ჩართულობა, თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში. ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის,  ნატანების  ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,…
  • 73
    ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭო ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო 2021 წლის 5 აგვისტოს, კომპანიის უპრეცედენტო ინიციატივის საფუძველზე შეიქმნა. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაშია 10 დაინტერესებული პირი, რომლებიც  წარმოადგენენ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, მცირე და საშუალო ბიზნესს, მედიას და თვითმმართველობას. საბჭოს ფორმატში მონაწილოება ანაზღაურების გარეშეა. აქ მოვიდნენ და გაწევრიანდნენ ადამიანები,…