„75 წელი. მაღალი, ბრგე ვაჟკაცი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, საინტერესო ბიოგრაფიით, კასკადიორ- დუბლიორობიდან წინახაზის მეომრობამდე…მოუშუშებელ ნაიარევად დარჩენილი აფხაზეთი და მის თვალწინ სახეზე ღიმილგადაკრული, შუქჩამქრალი, ცას შეყინული თვალებით გმირები, ზოგი ჭაბუკობაშიც ფეხვერშედგმული, ზოგიც უკვე მოწიფული, ქართულ მიწას და ქართულ ცას შერწყმული.

„ მაცი ხვიტია“, „ლონდრე“, „შევარდენის კვალი“, _გერმანული კინოსტუდი „დეფას“ მიერ გადაღებულ ფილმში გოიკო მიტიჩთან და ბარბარა ბრილსკასთან ერთად, „ბებიები და შვილიშვილები“, ასევე „შეხვედრა მთაში“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, ნიშანდობლივი და დასამახსოვრებელი ფრაზით „მაინც არა გავს ჩემს სიდედრს“, „დიდოსტატის მარჯვენა“… მაგრამ მაინც, მისი ცხოვრების წარუშლელი კვალი, 1992 წლის 8 ოქტომბრიდან. სწორედ მაშინ შეაბიჯა ძმიშვილთან ერთად იქ, სადაც საქართველოს სხეულის ნაწილს, საქართველოს გულს- აფხაზეთს გვედავებოდნენ ცეცხლით და მახვილით…

ენვერი – ალექსი ნიკოლაიშვილი, ჩვენი მეგობარი, ბევრის მეგობარი, ახლაც სამშობლოს სამსახურშია. 75 წელი ბევრია და ცოტა, სიხარულით და ტკივილით გაჯერებული. ახლაც მხრებში ლამაზად გაშლილი, ჭაღარათმიანი, ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლი, ჩვენი ენვერი ისევ ჩვეულ სითბოს აფრქვევს, ისევ სტკივა აფხაზეთი, ბიჭები და ისევ აფხაზეთში დაბრუნებას ელოდება.“_ეს ფოტო და ტექსტი გუშინ გამოქვეყნდა დაიცავი შენი წილი სამშობლო/Protect Your Homeland.

ენვერ ნიკოლაიშვილი წარმოშობით ოზურგეთელია. სოფელ მთისპირში (დაბლა ვანისქედი) ცნობილი ცხენოსნის და მეურნე კაცის ტიხო ნიკოლაიშვილის მეხუთე შვილი იყო. დაამთავრა სოფელ ნაგომრის საშუალო სკოლა. როგორც ზემოთ აღნიშნავენ, გადაღებულია არაერთ ქართულ და უცხოურ ფილმში. მეუღლე ლამარა ჩინჩალაძე, პროფესორია (სამხედრო აკადემიაში კითხულობდა ლექციებს). ჰყავს ორი შვილი. არის ოთხი შვილიშვილის ბაბუა. იგი საქართველოს გაზის კომპანიაში ერთ-ერთ თანამდებობაზე მუშაობდა. აფხაზეთის ომის მონაწილე…

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    იდგა გალაკტიონი...„ცხოვრება ბედთან გადიქცა ბრძოლად,  სულს კი მარადის სურს ციერება“ ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი. სცენა სადა დეკორაციებით, რომელიც სულის ფორიაქს  გამოხატავს და... რომლის დაუოკებელი მდინარება ხან ზეცისკენ არის მიმართული, ხანაც დაბლა ეშვება ქვესკნელისკენ...? პოეტი შემოდის როლში, განა ყველა სულიერი არსი, ქმნილი უფლისგან, საკუთარი როლით არ ევლინება ამ ყოფიერ სინამდვილეს? თითქოს მაღალფარდოვნად ჟღერს…
  • 100
    მორიგი პერფორმანსი ახალი ინტერპრეტაციითდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა, ფუთიდან სათამაშო ტანკები და სხვა სამხედრო ატრიბუტიკა   ამოიღო და ნაციონალ დეპუტატებს მიართვა. _ ეს მელია -კუდაგრძელიას, ეს შენ. თქვენ მხოლოდ ერთმანეთში  ომი გეხერხებათ და ითამაშეთო _ მიმართა მჟავანაძეს ხომერიკმა.  _აჯობებს…
  • 100
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…
  • 100
    ომის მტკივნეული შედეგი და არჩევანი, ბოროტებასა და სიკეთეს შორისავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ექსპერიმენტული სცენა 22 დეკემბერს,  ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლით „ცოტა ომი და დიდი სიყვარული“-მასპინძლობდა მაყურებელს. კომპოზიტორი შალვა მაცხონაშვილი; რეჟისორის ასისტენტი მაკა მამულაშვილი; მონაწილე მსახიობები: ციცი ბუცხრიკიძე,შორენა სიხარულიძე,ირაკლი ურუშაძე, მარიკა ასათიანი, ჯაბა მორჩილაძე,თეა კეჭაყმაძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი, გენადი ნიკოლაშვილი. ეზო, სადაც არ აციან რა არის ომი,…
  • 100
    დღეს სოფელ კვირიკეთში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა შედგაავტორი თემურ მარშანიშვილი ყოველი 28 ივლისი, ოზურგეთელთათვის, განსაკუთრებით სოფელ კვირიკეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მრევლისთვის გამორჩეული დღეა. დღეს სოფელ კვირიკეთში, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა აღინიშნა. დღესვე ამ ეკლესიას აღდგენიდან 30 წელი შეუსრულდა. საზეიმო წირვა აღავლინა მამა მათემ (გორდელაძე) რამდენიმე მამაოსთან ერთად. კვირიკობის დღესასწაულს ესწრებოდნენ…