„დღეს ეს არის გადამწყვეტი. ვიქნებით აცრილი? – არ იქნება სიკვდილიანობა. არ ვიქნებით აცრილი და სამწუხაროდ იგივე დღეები მოგველის“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ვაქცინაციის ტემპის შენელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში იმნაძემ აღნიშნა, დაახლოებით იმის მეოთხედია აცრილი, რაც დაგეგმილი იყო.
იმნაძის თქმით, ეს არასაკმარისია.
„ბატონ თენგიზ ცერცვაძეს შეფასებებში დავეთანხმები. დაახლოებით იმის მეოთხედია აცრილი, რაც დაგეგმილი გვქონდა. შესაბამისად, როგორც კი ახალი ტალღა წამოვა, ეს ნიშნავს რომ ისევ გვექნება არა მარტო ძალიან მაღალი ავადობა, არამედ ძალიან მაღალი სიკვდილიანობა.
ისრაელში ჩვენზე მეტია ავადობა, მაგრამ სიკვდილიანობა ჩვენზე 10-ჯერ ნაკლებია. ასევე, რომ შევადაროთ ჩვენნაირ ქვეყანას, მაგალითად სერბეთს. სერბეთში ავადობა თითქმის ისეთია როგორიც ჩვენთან, მაგრამ ჩვენზე გაცილებით ნაკლები სიკვდილიანობაა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის ისეთი მოცვა არ აქვს, როგორც დიდ ბრიტანეთს. სერბეთს თავისი მოსახლეობის ნახევარზე მეტი აცრილი ჰყავს.
დღეს ეს არის გადამწყვეტი. ვიქნებით აცრილი? – არ იქნება სიკვდილიანობა. არ ვიქნებით აცრილი და სამწუხაროდ ჩვენ იგივე დღეები მოგველის“, – აცხადებს იმნაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე ფაიზერის ვაქცინის რა რაოდენობის ვადის გასვლაზეა საუბარი, იმნაძე რაოდენობას არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ რაოდენობა ბევრია.
„რაოდენობა საკმაოდ ბევრია. ძირითადად დეკემბრისთვის ვარგისიანობის ვადით არის. რაც შეეხება, სინოფარმს და სინოვაკს, მათ 2-3 წლის ვარგისიანობის ვადა აქვთ. ასე რომ ვაქცინების დეფიციტი ქვეყანაში ნამდვილად არ იქნება. ბევრი ქვეყნისთვის სანატრელი ვაქცინები გვაქვს და ამ დროს ჩვენი მოსახლეობა ამას არ იყენებს. ეს გულსატკენია“, _ დასძინა იმნაძემ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას PIA. GE ავრცელებს.
მსგავსი სტატიები
- 6428 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 63რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 59"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 59საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 56ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…