„ლანჩხუთი პლუსი“ ოთხმოცდაათიან წლებში დაიბადა ლანჩხუთში და თავისუფალი სიტყვის „ოაზისი“ გახდა
ორიოდე დღის წინ, გაზეთი „ლანჩხუთ პლუსი“ დაემშვიდობა თავის ერთგულ მკითხველს, ამის შესახებ მისმა მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ქეთევან ნაკაშიძემ, გაზეთის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა წერილი სათაურით: „გამომშვიდობება ერთგულ მკითხველთან!“
„აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ და გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ, რომ დღემდე კითხულობთ ჩემს გაზეთს, რომელიც, არ დაგიმალავთ და ამ ბოლო დროს თვითონაც არ მაკმაყოფილებს.
აქვე ვეცდები განგიმარტოთ რატომ?
პირველ რიგში უნდა მოგახსენოთ, რომ ეს გადაწყვეტილება უცებ არ მიგვიღია მე და ჩემს მეუღლეს, რომელიც 50 წელზე მეტია „უძლებს“ ჩემს რთულ პროფესიას და ბოლო 23 წელია პირადად უძღვება გაზეთ „ლანჩხუთი PLUS-ის მენეჯმენტს“_ წერს გაზეთის მთავარი რედაქტორი და მისი დამაარსებელი, ქეთევან ნაკაშიძე, ძველი თაობის ჟურნალისტი და მიგნებული კალამის მქონე ავტორი, რომელმაც არა ერთ ახალბედა ჟურნალისტს გაუღო რედაქციის კარი და თავისუფალი სიტყვის არს და ხიბლს აზიარა. ჩემოთვლა გამიჭირდება ალბათ რამდენმა ახალბედამ გაიარა ,,ქეთევანის სკოლა“, ახლა რომ რიგრიგობით გულდაწყვეტილი პოსტავენ სოციალურ ქსელში. „ლანჩხუთი პლუსი“ შუა ოთხმოცდაათიან წლებში დაიბადა ლანჩხუთში და თავისუფალი სიტყვის „ოაზისი“ გახდა, საბჭოთა ტოტალიტარიზმის სამყაროდან ახლად გამოსული საქართველოს ერთი პატარა რაიონის მოსახლეობისათვის, მაშინ ჯერ კიდევ ბევრმა არ იცოდა განსხვავებული აზრის არსებობის შესახებ, დიდი იყო შიში და კრძალვა. ოთხმოცდაათიანი წლების უშუქო ცივ დღეებში არა ერთ დაბრკოლებას გაუძლო გაზეთმა, რომ ეარსება. ამ პერიოდის ერთი პატარა ამბავი თავადაც მინდა გავიხსენო: ოთხმოცდაათიანი წლები იდგა ლანჩხუთის ჩაბნელებულ სადგურში დილის ხუთ საათზე შემორახრახდა თბილისის მატარებელი, გაზეთი მოვიდაო დაიძახა გამცილებელმა და თეთრქაღალდშემოხვეული ფუთა, რომლის გამოწეულ ყურზე ეწერა „ლანჩხუთი პლუსი“ წინ გამოიტანა და ჩასასვლელ კართან დადო, ახალგამოღვიძებული შეციებული მგზავრები აჩოჩქოლდნენ, ყველამ გასასვლელისკენ გაიხედა, თითქოს რაღაც უცნაური ნივთი იდო ამ შეკვრაში, გავიფიქრე: ნეტა ვინღა კითხულობს ამ დაქცეულ დროში გაზეთს? მერე კარი გაიღო და ეს ფუთა მაღალ კაცს გადასცეს, ეს კაცი გახლდათ ჯეირან ნაკაშიძე გაზეთის მამასახლისი, მენეჯმენტის ხელმძღვანელი, მოგვიანებით და სრულიად შემთხვევით თავად აღმოვჩნდი ამ გაზეთის თანამშრომელი და მუდამ ტკბილ მოგონებებად დამრჩება იქ გატარებული 11 წელი, განსაკუთრებული იყო რუბრიკები, რომლებიც ეხებოდა რაიონის გამოჩენილ ადამიანებს, პედაგოგებს, ექიმებს, სახელოვნებო დარგების წარმომადგენლებს, უბრალო ადამიანებს, რომელთა ჩამოთვლაც ალბათ გამიჭირდება, ვაი თუ ვინმე გამომრჩეს. დიდი სიყვარულით მინდა გავიხსენო რუბრიკა „ხალხური რეწვის ოსტატები,“ რომელიც ყველაზე ძალიან მომწონდა.
შეუძლებელია არ გაიხსენო გაზეთის გამომშვები რედაქტორი ლევან შალიკაშვილი, მათთან მუშაობის ის დაუვიწყარი წლები, როცა წერილი იქვე, ხუმრობა-ხუმრობაში ცხვებოდა, როგორ ხმალამოღებული იცავდა ქართული ენის სიწმინდეს, ვინმეს რომ არ გაებედა და რაიმე ისეთი არ ჩაეწერა გაზეთში. არასოდეს არაფერი გამოეპარებოდა პატარა ნაეშმაკარიც კი, საპასუხო ხუმრობა ყოველთვის მზად ჰქონდა: აი, რა დაგიწერია, ეტყობა კაი გამოძინებული არ ხარ. ან კიდევ _ წუხანდელ სიზმარს კი ნუ დაწერ, რაც მოხდა ის გვითხარი, კაი, კაი ჯანდაბას მოყევი მაი სიზმარი და მერე ინფორმაცია დაწერე სინამდვილეში რაც მოხდა და ა.შ.
დღეს კი ადგილობრივი საზოგადოება იგებს, რომ გაზეთი დაიხურა და უამრავი პოსტია მიძღვნილი სოციალურ ქსელში, საერთოდ რომ არ იცნობდე „ლანჩხუთი პლუსს“ მაინც ვერ აუვლიდი გვერდს პლუსელთა მოგონებებს. რაც მთავარია, ამ გაზეთმა შეკრიბა ადამიანები, რომელთა წერილები სხვადასხვა პერიოდში ავსებდნენ მის გვედებს და ასახავდნენ იმ მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც აგერ უკვე ოცდამეექვსე წელია თვალსა და ხელს შუა გაირბინა. მენეჯმენტი, გათვლა და ის ღირებულებები, რომელსაც გაზეთის მთავარი რედაქტორი ყოველთვის უფრთხილდებოდა, ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. ზოგჯერ ხდება ისე, რომ ვერცხლი სჯობია ოქროს. ბიზნესი ასეთია, ღირებულებები კი სულ სხვა, თუმცა დრო და გარემოება ბევრს რამეს განსაზღვრავს. იმ სიყვარულს, რაც ამ გეზეთმა საზოგადოებაში დაიმსახურა, ალბათ ვერაფერი გადაწონის. მაიაკუკულაძე
თემურ მარშანიშვილი მგონი, წარსულს ჩაბარდა, ქართველ კაცს შემოდგომის დადგომა რომ უხაროდა. აფრასიონი რომ აფრასიონია, მატრონას პატრონი, უბედური აფრასიონი, ისიც კი ყოველ შემოდგომაზე წიწილების დათვლის მოლოდინში ხელებს იფშვნეტდა. ახლა წიწილების მაგიერ ხმები უნდა ითვალო მთელი ღვინობისთვის განმავლობაში და იმაზე უნდა იმტვრიო თავი, ვინ ვის აძლევს, სად და როდის?.. ხმებს ვგულისხმობ, რასაკვირველია,…
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ორიგინალურად გადაწყვეტილი ჩვენება. ოზურგეთის თეატრის სცენაზე, მაყურებელი და მსახიობები ერთად. ერთნი - რეზერვისტები, მთავარი მოქმედნი პირნი და მეორენი, მაყურებელი, ასევე მოქმედნი პირნი, ოღონდ მეორე რიგის რეზერვისტები. სტატიის თემიდან, ასეთი გადახვევის იდეა, სწორედ სპექტაკლის თემამ გამოიწვია. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციის,ნილ…
ცნობილი მებაღე-დეკორატორი, ასკანელი ზურაბ შევარდნაძე ასე იგონებს „ლამპრობის“ ტრადიციას: _ ორი თებერვლის ღამეს ბავშვობაში ძალიან ველოდებოდით. ეს ღამე განსაკუთრებული ღამეა გურიაში, გურულები ლამპარს ანთებენ და ამ რიტუალს ლამპრობას, ჟირჟღილობას ვეძახით. ბაბუა დილიდან ჩაალბობდა ნავთიან გობში საგანგებოდ ამ დღისთვის გადანახულ, მსხვილ ნაგულებს, აკაციის გრძელ ღჯას კანს გააცლიდა და ნავთით გაჟღენთილ ნაგულებს…
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვა და გუშინ პეტიციას „თავისუფლება მიშას“ ხელი მოაწერა, ოდნავ მოგვიანებით კი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე შემდეგი ახსნა-განმარტება გააკეთა: „ქრისტესმიერ საყვარელ სულიერ შვილებს,ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას,მსურს განმარტება გავაკეთო თუ რატომ მოვაწერე ხელი ბატონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. უფალი ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვასწავლის…