დავით მჟავანაძის არია მიხეილ სააკაშვილის საკანში შექმნილი ოპერიდან „არჩევნები“
რა აქვთ საერთო აწ განსვენებულ პოპოლარულ მომღერალს ოთარ რამიშვილს და ოზურგეთელ „ნაციონალთა“ ბელადს დავით მჟავანაძეს? როგორც ჩანს, – რეპერტუარი, უფრო ზუსტად ერთი სიმღერა „ჩემი სიდედრი შენსას სჯობია“…და ეს ცნობილი გახდა დღეს, დილის საათებში გაღმა დვაბზუს საარჩენო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე,სადაც დავით მჟავანაძისა და რამდენიმე მხარდამჭერის ღიღინზე, მისმა სიდედრმა ავტომობილში მჯდომი ერთ-ერთი ამომრჩეველი ძ. გ „გამოიჭირა“ და სიტყვიერად გვარიანადაც „გადაუარა“, ჯერ ყველა მთავრობის შემძრომად მოიხსენია, მერე კრიმინალურ ავტორიტეტად შერაცხა (?!), ბოლოს კი კატეგორიულად მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება.მოკლედ, სრული ანშლაგით არა, მაგრამ რამდენიმე მოსკანდალის მიშტერებით, პრემიერა შედგა, მაგრამ ამით არ დამთავრებულა ყველაფერი, 20 საათამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა და მოსალოდნელია, სიძე-სიდედრის ეს ორიგინალური დუეტი დარჩენილ 61 საარჩევნო უბანში მინიმუმ თითოჯერ მაინც ვიხილოთ.
მსგავსი სტატიები
- 63საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,…
- 592024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველო მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება – ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი, ანუ, სამ მილიონზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე ხმას ელექტრონულად მისცემს. ქვეყნის მასშტაბით არსებული 3031 უბნიდან 2263 უბანზე ამომრჩეველი ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, სრულიად განახლებული წესითა და პროცედურებით მისცემს. ამ ეტაპზე ელექტრონული არჩევნები არ ჩატარდება: ძნელად…
- 56არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მათივე თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა. „მთავარ გამოწვევებს შორისაა:…
- 56ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 55დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ,…