ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით მესამე პრეზიდენტისთვის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ შეთავაზება ორ ძირითად ასპექტს დაეფუძნა

კობახიძემ განმარტა თუ რა ძირითად ასპექტს დაეფუძნა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება

ასეთი შეთავაზება გაკეთდა იუსტიციის მინისტრის მხრიდან, ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა დაეფუძნა ორ ძირითად ასპექტს. პირველი – ეს არის სამედიცინო მხარე, კერძოდ გორის ჰოსპიტალი არის აღჭურვილი ყველაფრით რაც ამ შემთხვევაში არის საჭირო, როგორც აპარატურა ასევე სამედიცინო პერსონალი. 

მეორე – უსაფრთხოების მხარე იყო ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან რომ მაღალი რისკებია. გორის ჰოსპიტალი არის ის ჰოსპიტალი, სადაც ყველაზე მეტად ვართ დაზღვეული რისკებისგან. 

შესაბამისად, ამ ორ ძირითად ასპექტს დაეფუძნა ეს გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში მიიღო“_აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სტატიები