გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 24 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
„25-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოზურგეთში 24 ნოემბერს იწვიმებს (+5+12); 25-ში ძირითადად ღრუბლიანი ამინდი იქნება (+6+12); 26-ში მზე (+6+14); 27-ში კი +9+15 იქნება.
მსგავსი სტატიები
- 73
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. „საფრთხის დონე საშუალოა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
- 71
16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში…
- 69
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალოდნელი. 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
- 68
საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე…
- 66
1-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბერიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს. თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის…