ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ცხოვრობდა გამომგონებელი, ფოლკლორულ ანსამბლის ხელმძღვანელი კარლო ურუშაძე.

სიმღერის ნიჭი დედისგან გამოჰყვა. დედა_ოლია იობიშვილი ცნობილი ხალხური მომღერლის  ვარლამ სიმონიშვილის გუნდში გამოდიოდა. მეუღლე _ნუნუ თაყაიშვილი დიდი ექვთიმეს ახლობლის, კოწია თაყაიშვილის შვილიშვილი იყო.

კარლო ურუშაძე ანასეულის ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში მუშაობდა ინჟინრად. მისმა გამოგონებამ _ჩაის ნაზი ფრქაციის განმსაზღვრელმა ხელსაწყო „სინაზემ“ დიდი აღიარება მოიპოვა და ამ გამოგონებისათვის 2 საავტორო მოწმობა მიიღო.

1985 წლის 5 აპრილს გაზეთი „ზარია ვოსტოკა“ წერდა: „რამდენიმე თვეა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის ლიხაურელი კარლო ურუშაძე. ის საკუთარ ელექტროსადგურს ამუშავებს და ამაშია მისი საიდუმლო.“ რამდენიმე დღის შემდეგ ყოფილი სსრ კავშირის ყველაზე დიდ ტირაჟიანი გაზეთი „ტრუდი“ წერდა: „მახარაძის რაიონის სოფელ ლიხაურის მცხოვრებ კარლო ურუშაძეს საკუთარი ელექტროსადგური ემსახურება“. ამასვე წერდა გაზეთი „ნედელია.

მაინც რამ განაპირობა კარლო ურუშაძის ენერგეტიკისადმი სიყვარული?

თუკი ჩვენი გაზეთის 30-იანი წლების არქივს გადახედავთ, ნახავთ, როგორ შენდებოდა რაიონის სოფლებში მცირე ჰესები. ერთ-ერთი ასეთი 96 კილოვატი სიმძლავრის ელექტროსადგური 1935 წელსსოფელ ლიხაურში აიგო, სადაც კარლო ურუშაძის მამა _სერგო მუშაობდა.(იმჟამინდელ რაიაღმასკომის თავმჯდომარე  კირილე გოგუაძე 2 წლის შემდეგ დაიჭირეს, „გაასამართლეს“ და დახვრიტეს. „ტროიკას“ მიერ წაყენებულ „დანაშაულობათა“ სიაში, თეატრისა და კინოთეატრის მშენებლობასთან ერთად ლიხაურისჰესიც ჰქონდათ შეტანილი)

კარლოს სწორედ აქ გაუღვივდა  ტექნიკისადმი განსაკუთრებული სიყვარული. დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა გულში მიკროჰესის აგების იდეას, რომლის განხორციელებაში მას ოზურგეთის იმჟამინდელი მანქანათმშენებელი ქარხნის დირექტორი, ენერგეტიკი თენგიზ ბერიშვილი დაეხმარა. გაარემონტეს ძველი გენერატორი, მანქანათმშენებელ ქარხანაში დაამზადეს დიდი და პატარა ამძრავი  და ამყოლი შკივები, გამოიყენეს საოჯახო წისქვილი, რომელსაც ეზოში გამდინარე აჭისწყლის განშტოება ამუშავებდა. დაამზადეს პელტონის სისტემის ტურბინა, წნევის შესაქმნელად გააკეთეს წყალსადენი მილი და 1984 წლის შემოდგომაზე 260 ვოლტამდე ძაბვის 1,5 კილოვატი სიმძლავრის დენი მიიღეს. შემდეგ მან შეცვალა ტურბინის კონსტრუქცია, პროპელისის სისტემის ტურბინით, 3 კილოვატამდე ელექტროენერგია მიიღო, რომელსაც არა მარტო განათებისთვის, არამედ გათბობისთვისაც იყენებდა.

კარლო ურუშაძის ელექტროსადგურმა სპეციალისტების დიდი ყურადღება მიიქცია. მიუხედავად „ენგურჰესისა“ და სსრკ-ს ერთიანი ენერგოსისტემისა, საქართველოში დაიწყეს მცირე ჰესების აღდგენაზე ფიქრი. იმჟამინდელმა მინისტრთა საბჭომ ამ საკითხზე შესაბამისი განკარგულება გამოსცა, შესაბამისი დავალება მისცეს ოზურგეთის მანქანათმშენებელ ქარხანას, სადაც უნიკალური დაზგა-დანადგარებიი ეგულებოდათ.  რამდენიმე ელექტროსადგური ოზურგეთის რაიონშიც უნდა აღდგენილიყო. გათვალისწინებული იყო ლიხაურის, ცხემლისხიდის, ვაკიჯვრის, ბახვის, ძიმითის ჰესების აღდგენა.

ოზურგეთის მანქანათმშენებელმა დაიწყო მუშაობა 50-მდე კილოვატიანი ჰესების შექმნაზე. ქარხნა ამ წლებში სლოვაკეთის ერთ-ერთ ფირმასთან ერთად ერთობლივი საწარმოს შექმნაზეც მუშაობდა, მაგრამ ვის ეცალა მათთვის… სამწუხაროდ, საბჭოთა ბიუროკრატიის და 80-იანი წლების მეორე ნახევრის რყევების პირობებში, მიკრო ჰესების აღდგენის საკითხი დროში გაიწელა, შემდეგ კი ქვეყანა ქაოსმა მოიცვა.

_მცირე ჰესების აგება რომ მოგვესწრო, ასეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით. „ბჟუჟჰესი“ რომ არ გვქონოდა, საციცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებიც არ იმუშავებდა _წუხდა ჩვენთან საუბარში კარლო ურუშაძე.

კარლო ურუშაძის გამოცდილება ბევრ სოფელში გამოიყენეს და პატარა მდინარეებზე და ღელეებზე მოწყობილი „ჰესები“ ღამით სოფლების  ცალკეულ უბნებს ანათებდნენ…

კარლო ურუშაძე აღარ არის, არც ნოვატორი თენგიზ ბერიშვილი, მაგრამ მათ მიერ დაწყებული საქმე დღესაც აქტუალურია.

არ ვიცი, რომელი იყო კარლო ურუშაძის ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი _ ფოლკლორი თუ ტექნიკის სიყვარული, მაგრამ დღემდე მომყვება ურუშაძეების საოჯახო ანსამბლის მიერ შესრულებული გიორგი იობიშვილის მიერ შექმნილი სიმღერა „ნატვრა,“ რომელიც კარლოს ჩონგურზე  ჟღერდა სრულიად განსხვავებული  წყობით და შესრულების  მანერით.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 64
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 62
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 55
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 54
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 52
    როგორ შევხვდეთ ლურჯი ვეფხვის, 2022 წელს, რომ მან წარმატება და იღბალი მოგვიტანოს?რეკომენდაციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის ვეფხვის წელი 2022 წლის 1 თებერვალს დგება, მაგრამ ჩვენ მიჩვეული ვართ ამ დღესასწაულის წინასწარ აღნიშვნას, ახალი წლის კალენდრის შესაბამისად. ამის გათვალისწინებით, ღირს, 31 დეკემბერს ყურადღება მივაქციოთ მომავალი წლის მასპინძელს- წყლის ვეფხვს. წლის მფარველ ცხოველთან „მეგობრობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა სწორი ჩაცმულობაა. ვეფხვი ლამაზი და ნათელი ცხოველია. ამიტომ, უნდა…

არ გამოტოვოთ