ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
ტიკარაძემ მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა და სამედიცინო საზოგადოებას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„უპირველეს ყოვლისა მინდა დავიწყო მადლობით. მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო საზოგადოებას, თითოეულ ექიმს, ექთანს და ყველას, ვინც პანდემიის პერიოდში ჩვენთან ერთად დაუღალავად იბრძოდა ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის გადასარჩენად. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც გაგებით ეკიდებოდა ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ ჯანდაცვაში, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად ვიღებდით. მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს გუნდს, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პანდემია იყო, დაუღალავად ებრძოდა იმ უხილავ მტერს, რომელმაც შეიწირა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ამისთვის სამინისტროს გუნდი ნამდვილად 24- საათიან რეჟიმში მუშაობდა.
ჩემთვის ჯანდაცვის მინისტრობა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. განვლილ პერიოდში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გადაგვედგა ღირსეული და სწორი ნაბიჯები. ყველა ჩვენი ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო მხოლოდ ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება და რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა და მოქმედების სამიზნე იყო პენდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც როგორც სოციალურ, ასევე ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების კუთხით აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი მიღწევა. ძალიან ვაფასებ იმას, რომ ჩვენი სამინისტროს თანამშრომლები ამისთვისაც დაუღალავად შრომობდნენ.
ასევე მინდა ხაზი გავუსვა ბევრ ისეთ ღონისძიებას, რომელიც ამ პერიოდში განხორციელდა – ეს იყო სახელმწიფო ჰოლდინგის ჩამოყალიბება, სახელმწიფო კლინიკების გაერთიანება, ეს არის საქართველოს 30 წლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჯანდაცვაში განხორციელდა. კოვიდპანდემიის მიმართულებით ავიღეთ ყველაზე დიდი დარტყმა და გავუმკლავდით პანდემიას. მინდა თითოეულ აქ დასაქმებულ ადამიანსაც მადლობა გადავუხადო.
ასევე არ შეიძლება გამომრჩეს პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმა, როგორც დაფინანსების კუთხით, ასევე ტექნოლოგიური გაუმჯობესების კუთხით. დარწმუნებული ვარ, ამ განხორციელებული სამუშაოთი ჩვენ შევძლებთ რეგიონში და სოფლად, ადგილზე მივუტანთ ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას.
ჩემთვის მნიშვნელოვანია რეგულირების სამსახურში განხორციელებული ცვლილებები. „ჯიემპი“ და „ჯიდიპის“ სტანდარტი, რომელიც საბოლოოდ საქართველოში დაიწყო, სექტორის სრული ჩართულობით და მობილიზებით. მადლობა მინდა გადავუხადო ფარმასექტორს იმ მზაობისთვის, რომელიც მათ ბოლო პერიოდში დააფიქსირეს და ეს გადის მაღალ პასუხისმგებლობაზე, რადგან ამით ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მივაწვდით ხარისხიან მედიკამენტს, რომელიც პირველ რიგში აისახება თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე.
მნიშვნელოვანია ასევე დევნილების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები, ასამდე ნგრევადი ობიექტი დავხურეთ და რა თქმა უნდა, ეს ყველა პროექტი სამინისტროს ფორმატში კვლავ გაგრძელდება.
ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი პროექტი, რომელიც ნამდვილად არის უპრეცედენტო საქართველოს ისტორიაში და მე ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტი დაიწყო „ქართული ოცნების“ ფარგლებში, ეს არის “სოციალური კოდექსი”, რომელიც გახდება ჩვენი მოქალაქეების სოციალური საჭიროებების უსაფრთხოების ის გარანტი და ის პლატფორმა, რითაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ჰქონდეთ სიცოცხლის და ცხოვრების ხარისხი ისეთი, როგორიც გააჩნია ყველა ევროპულ ოჯახს და ეს „ქართული ოცნებისთვის“ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ჩვენი განაცხადები ყველა არის სოციალური და ჩვენი გზა ნამდვილად არის ევროპისკენ. ეს პროექტი უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. შემდეგ წელს უკვე დავიწყებთ განხორციელების კონკრეტულ გეგმას და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამინისტრო და მისი გუნდი ამ პროგრამასაც და ამ პროექტსაც წარმატებით გააგრძელებს.
მინდა აღვნიშნო, რომ წლის ბოლომდე ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ეს ეხება ჩვენს ანგარიშებს ყველა მიმართულებით, ვინაიდან, როგორც საჯარო მოხელე, ვგრძნობ მაღალ პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ ვალდებული ვარ, ჩვენს მოქალაქეებს ჩავაბაროთ ანგარიში ყველა ამ განხორციელებული საქმიანობის შესახებ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქართული ჯანდაცვის გაძლიერებაზე უკვე პარტიიდან იმუშავებს.
„ბოლოს მინდა დავძინო, რომ სამწლიანი, საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შემდეგ, განვლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან, ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია „ქართულ ოცნებაში“, პოლიტსაბჭოში და სწორედ აქედან გავამყარო და გავაძლიერო ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები. ვთვლით, რომ ის პროექტები, რომლებიც იქნა დაწყებული და განხორციელებული, ამით გარკვეული განვითარების ეტაპი უკვე დაიხურა და ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე და ამ ეტაპზე მე საქართველოს შევუერთდები უკვე პარტიიდან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 78გუშინ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე წარადგინა გუშინ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე წარადგენა. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა…
- 77დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 76_თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები არ დაუდგნენ მხარში, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ; ვაქცინები ადგილზეა, იმაზე მეტი, რაც საჭიროა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. _„მილიონ-ნახევარი…
- 74„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ვლადიმერ მენაბდე „მესაქონლეობისათვის მთავარი მიწის ნაკვეთია, საძოვარი, საკვები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის, ის თუ როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი, სარჩო საბადებელი ოჯახებისათვის ეს ერთი პრობლემაა, ხოლო მეორეა როგორ გამოვიყენოთ ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწა, მაშინ როდესაც მცირე მრეწარმე ვართ და მეღორეობას ან კიდევ…
- 74ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი სცენიდან რეალურ ყოფამდე თუ, შელამაზებული, დახვეწილი ურთიერთობების მიღმა არსებულ მეორე „განზომილებაში“ ჩარჩენილ ადამიანთა მარათონი უზნეობის, სიხარბის, უსუსურობის, მლიქვნელობის..., ერთიან ჩარჩოში. ჩარჩოში, რომელსაც გარე სივრცესთან ფანჯრების დაბზარული, თუ ჩატეხილი მინები, და სხვადასხვა ემოციის და მოქმედების გამომხატველი ხელები აკავშირებს. ეს ყველაფერი ინაცვლებს სპექტაკლში „იმერული რეკვიემი“, რომლის ჩვენება, გაიმართა ოზურგეთის…