ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები: თამარ მდინარაძე და ციცი ბუცხრიკიძე ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამართულ „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ყოველწლიური კონკურსის „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევარი“ , გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე დაჯილდოვდნენ.
თეატრალური სეზონის საუკეთესო ქალის როლისთვის:
თამარ მდინარაძე, ბაუკის როლის შესრულებისთვის, სპექტაკლში ,,3+3″ (ავტ. მანანა დოიაშვილი, რეჟ. იოანე (ვანო) ხუციშვილი.
ხოლო თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალისთვის (არაუმეტეს 30 წლის): ციცი ბუცხრიკიძე, ჩეტის როლის შესრულებისთვის სპექტაკლში ,,3+3″ (ავტ. მ.დოიაშვილი, რეჟ. იოანე (ვანო) ხუციშვილი.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო. კონკურსი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებით ჩატარდა.
თეა წულუკიანმა თეატრის სფეროში მოღვაწე ხელოვანებს პროფესიული დღე მიულოცა და მორიგი შემოქმედებითი წარმატებების მიღწევა უსურვა
მსგავსი სტატიები
- 53დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 47საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 43საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
- 42ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 4014 იანვარს , ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, წლის საუკეთესო ნამუშევრებისა და სახელობითი პრემიების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა, სადაც მიღებული ჯილდოების რაოდენობის თვალსაზრისით, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ბენეფისი შედგა. (ა) იპ-შემოქმედებითი კავშირი-საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემიის _ ,, თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრები" -დან ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ…