2022წლის 28 იანვარს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ოზურგეთის ოფისში, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის ინიციატივით, შეხვედრა გაიმართა პროექტის მენეჯმენტსა და გურიაში აკრედიტებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის მიზანი იყო,ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და არასამთავრობო სექტორის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების მოსმენა.

შეხვედრაზე არსამთავრობო სექტორს წარმოადგენდნენ გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკო“ და მისი დამფუძნებელი ირმა გორდელაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გურიის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი და მისი ხელმძღვანელი გრიგოლ მახარაძე დაესწრო. კომპანიის მხრიდან შეხვედრასესწრებოდნენ, კომპანიის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე და ასევე ტექნიკური და გარემოსდაცვითი გუნდის წევრები.

არასამთავრობო სექტორმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ. პროექტის მენეჯმენტმა გარემოსდამცველებს პრეზენტაციის ფორმატში წარუდგინა გზშ-სანგარიშში 20 დეკემბერს გასაჯაროებულიინფორმაცია, კერძოდ, განიხილეს ყველა ის კვლევა, რომელიც ანგარიშის მომზადების პროცესში ჩატარდა როგორც ქართველი, ასევე სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების მიერ. მხარეებმა იმსჯელეს იმ სოციალურ პროექტებზეც, რაც მოსახლეობასთან რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად შეიმუშავა კომპანიამ.

_ „ბოლო თვეების მანძილზე 50-ზე მეტი შეხვედრა გავმართეთ და 800-ზე მეტ ადამიანს ვესაუბრეთ. შეხვედრები, პრეზენტაციები და განხილვები ჩვენი სამუშაო რეჟიმის მნიშვნელოვანი შემადგენელია. არც ერთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის გარეშე. სხვადასხვა შეხვედრის ფარგლებში გურიის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც მუდმივად ვეპატიჟებოდით და ვისმენდით მათ მოსაზრებებსა თუ წუხილებს. დღევანდელი შეხვედრა სპეციალურად არასამთავრობო სექტორთან სასაუბროდ ჩავნიშნეთ. პირველ რიგში, მადლობა მათ, რომ გამონახეს დრო და მიიღეს ჩვენი მოწვევა. ვფიქრობ, ორივე მხარისთვის ფრიად საინტერესო იყო ამ ფორმატში მუშაობა და აზრების გაცვლა-გამოცვლა, მით უფრო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის წინ, რომელიც როგორც მოგეხსენებათ 10 და 11 თებერვალსაა ჩანიშნული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ“ _  განაცხადა ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ.

დაფინანსებული ფართი

მსგავსი სტატიები

  • 90
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 87
    ,,წაიღე ჩემი სევდა!“დღევანდელი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ძალადობრივი ექსტრემიზმი. ჩვენს ირგვლივ გარემო წალეკა ფემიციდის, სიუციდის, ჰომოფობიის წარმოუდგენელმა მასშტაბებმა. ამის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ფრუსტრირება და სოციალური დაუკმაყოფილებლობა მიგვაჩნია. ჩნდება სიტუაციები, რომლებშიც ადამიანებს არ ეძლევათ საკუთარი მიზნების მიღწევის შესაძლებლობა. ეს კი თავის მხრივ ზრდის აგრესიის განხორციელების ალბათობას. ჩვენში, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში იმატა მოლოდინებისადმი…
  • 86
    ნამახვანჰესზე მომუშვე ორგანიზაციების განცხადებასოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო…
  • 84
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 84
    მოლოდინი - საინტერესო, საჭირო ინფორმაციის მიღებისა, მიზანი - დავგეგმო სწორად;  შედეგი  - ვიპოვო წარმატების გასაღები ...პროექტის მიზანი, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების ცნობიერების ამაღლება შინა მეურნეობებში, ბუნებრივი რესურსების მართვის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე და სოციუმში მათი საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდა ,,გურიის განვითარების კავშირის“ მიერ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით“ სახელწოდება: საქართველოს კლიმატის…