ვერსალის სამიტზე ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ აღიარა “ტექტონიკური ძვრები ევროპის ისტორიაში”, რომელიც გამოიწვია რუსეთის შეჭრამ მის მეზობელ ქვეყანაში და პირობა დადო, რომ გააძლიერებს უკრაინის სამხედრო ძალას, გაამყარებს კავშირებს და გააღრმავებს პარტნიორობას კიევთან.
 
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებებმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების შესახებ, რომელსაც მხარს უჭერდნენ ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი, ვერ დაარწმუნა საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და ნიდერლანდები.
 
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ მას სურს უკრაინასა და უკრაინელებს სოლიდარობის ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს, მაგრამ „ამავდროულად, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სიფხიზლე“, მაკრონი მიიჩნევს, რომ არაა შესაძლებელი „გაწევრიანების პროცედურის გახსნა ომში მყოფ ქვეყანასთან“.
 
ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინას მოკლევადიან პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვს.
 
„არ არსებობს სწრაფი პროცედურა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით” – განაცხადა მარკ რუტემ.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ არის მზად გაფართოებისთვის, რადგან მისი გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ ერთსულოვნების საფუძველზე მიიღება.
 
ევროპის ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და მის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შორის თურქეთში გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, საფრანგეთში შეხვდნენ

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას,უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭებინათ „იმედგაცრუების გემო“ ახლდა.

ლიეტუვის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება ახლა უნდა მომხდარიყო, თუმცა მისი თქმით, ევროკავშირი ამ საკითხს კიდევ დაუბრუნდება.

 

მსგავსი სტატიები

  • 47
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 46
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 42
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 42
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 39
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…

არ გამოტოვოთ