საქართველოში მაიმუნის ყვავილი, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი „კურიერთან“ ადასტურებს.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარკვეული საფრთხეები რეალურია, თუმცა ახლა პანიკის საფუძველი არ არსებობს და ამ ეტაპზე, არავინ იცის, ეს დაავადება ეპიდემიის სახეს მიიღებს თუ არა. ქვეყანას მზადება უკვე დაწყებული აქვს. პროტოკოლი ყველა კლინიკას გაეგზავნა.
„დაიგზავნა დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან სამედიცინო ქსელში ცირკულარი, რომ გაძლიერდეს მეთვალყურეობა გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე. თუ ნახავს სამედიცინო პერსონალი არატიპურ გამონაყარს, სასურველია, რომ იქიდან სინჯი გამოიგზავნოს დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
შეგვიძლია დღეს ორთოპოქსვირუსის დიაგნოსტირება და შემდგომ, ასევე, გენომის სეკვენირებით შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის მაიმუნის ყვავილის, თუ კიდევ სხვა ჯგუფი ვირუსების. ამავე დროს, ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენს ლაბორატორიულ სიმძლავრეებს ამასთან დაკავშირებით, შეკვეთილია ე.წ. სპეციფიური PCR-ებიც, რომელიც რამდენიმე საათში მოგვცემს პასუხს. სეკვენირებას რამდენიმე დღე სჭირდება და ე.წ. ვირუს-სპეციფიკურ pcr-ით 2-3 საათში გვექნება პასუხი, არის თუ არა. ჯერ არავინ არ იცის, შეუძლია მიიღოს თუ არა მან ეპიდემიის სახე. დღევანდელი მონაცემებით, ამაზე არის ჯერჯერობით, უარყოფითი პასუხი,“ _ამბობს ამირან გამყრელიძე.
მსგავსი სტატიები
- 52რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 5028 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 49ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 46საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 46"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…