უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ 216 სამხედრო დააჯილდოვა. მათ შორის არის გარდაცვლილი ოლეგ გეგეჭკორი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა გმირის წოდება მიანიჭა.
„საღამოს მოვაწერე ხელი ბრძანებებს ჩვენი დამცველების დაჯილდოების შესახებ. უკრაინის შეიარაღებული ძალების 216 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა სახელმწიფო ჯილდოებით. უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა მე-11 ცალკეული ბრიგადის შვეულმფრენების ესკადრილიის მეთაურს პოლკოვნიკ ოლეგ გეგეჭკორს, სიკვდილის შემდეგ“, _ განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.