„მივესალმოთ და
მივულოცოთ იუბილარს!
დღეს, 6 ივნისს, 70 წლის გახდა ცნობილი ქართველი მსახიობი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ზურაბ ცინცქილაძე – მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.
დაიბადა ბათუმში, 1952 წელს. 1973 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1973-1988 წლებში მუშაობდა „მეტეხის თეატრში“ 1977-2003 წლებში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. 1996-2003 წლებში იყო ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის პრორექტორი. ეროვნულო გმირის სახე შექმნა ფილმში „მევლუდი“ (ნ. სანიშვილი, 1985). მონაწილეობს ფილმებში: „თვალი პატიოსანი“ (შ. მანაგაძე, 1976), „სინქრონიზაცია“ (გ. მატარაძე, 1977), „სახლი ლესნაიაზე“ (ნ. სანიშვილი, 1980), „საფეხური“ (ა. რეხვიაშვილი, 1986), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (რ. ჩხეიძე, 1989), „იქ ჩემთან“ (ზ. ხალვაში, 1990), „პრემიერა“ (გ. ლორთქიფანიძე, 1991), „სათნოებათა კიბე“ (ნ. წულაძე, 1997), „კიდევ ერთი ქართული ისტორია“ (ე. ბადურაშვილი, 2003), „სვანი“ (ს. ჯაჭვლიანი, 2007). მონაწილეობს ტელესერიალებში „გოგონა გარეუბნიდან“ და სხვა. გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „მემედ ბატონო“ და „ბათუმის ომი“ (ზ. ბუაძესთან ერთად, 1994). ზურაბ ცინცქილაძე 1995-1999 წლებში იყო პარლამენტის წევრი. არის თურქეთთთან მეგობრობის ასოციაციის დამფუძნებელი (2006), მანამდე კი, 1992 წელს, დააფუძნა კინოსტუდია „აჭარა“, იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი; 2000 წელს დააფუძნა საქართველოს ხელოვანთა ლიგა; 1996-2003 წლებში იყო საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა აჭარის განყოფილების თავმჯდომარე. ამჟამად ოზურგეთის თეატრში მოღვაწეობს.
სხვათა შორის, ზურაბ ცინცქილაძე მხატვრული კითხვის დიდოსტატიცაა. კარგი თამადაც. გამორჩეულია გურულ-აჭარული იუმორით. კარგად იცის ისტორია. არის დიდებული მეოჯახე და ერთგულების სიმბოლო. მიაჩნია, რომ „სიყვარული არის სიბრძნე და გონიერება“. _წერს სოციალურ ქსელში ამირან ბუთურიშვილი.
+11
თქვენ, Gubaz Megrelidze, ნათია-დარეჯან გაბელაშვილი და 59 სხვა
27 კომენტარი
4 გაზიარება

მსგავსი სტატიები

  • 76
    უცხოელები რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ ლანჩხუთისა და გურიის ისტორიაში ღრმა კვალი დატოვეს.,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“  გრ. რობაქიძე მე-19   საუკუნის საქართველოს ისტორიაში  ნათელ ფურცლებს წარმოადგენს  ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს  საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას,  ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი  რაც შეიძლება უკეთ გაცნობის  კეთილშობილურ  მიზანს.  და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის…
  • 74
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 71
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 67
    გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები გრძელდებაოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, არქეოლოგიურ კვლევა-საძიებო სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება შიდაციხის, დედაციხისა და თანადროული ხიდის შემორჩენილი ნაშთების გავრცელების არეალის დასადგენად და დასაზუსტებლად. დღევანდელი მდგომარეობით ვაშნარის ბაზილიკის კედლები იწმინდება…
  • 66
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…