მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრთან არსებული შემოქმედებითი სახელოსნო “Gurian ART” ყოველწლიურად ანხორციელებს პროექტს სახელწოდებით – „შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში“. სახელოსნო წარმოადგენს დაზგური გრაფიკის მიმართულებებს: ოფორტი, მონოტიპია, ლინოგრავიურა.
დარგის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით იწვევს პროფესიონალ გრაფიკოსებს, როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან. ცენტრი უზრუნველყოფს, შემოქმედებითი თვითრეალიზაციისათვის, ყველა საჭირო პირობას (ტიპოგრაფიული საღებავები; ფოლგები და ფორმატებით; სასტუმრო და კვების ხარჯების ჩათვლით – 10 დღის განმავლობაში) .
გამოფენის პროცესში იქმნება ნახატების რეალიზაციის შესაძლებლობა. ამ წელს შემოსული თანხა, გვინდა მოვახმაროთ ოზურგეთის რაიონში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს.
გამოფენის პრეზენტაციის შემდეგ, ნაწილი ნამუშევრებისა დარჩება ცენტრის ფონდში.
2022 წლის 9 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით ჩვენი ცენტრი ამჯერად იწვევს უკრაინელ მხატვრებს, რომლებსაც მიეცემათ საშუალება სახელოსნოს წევრებთან ერთად იმუშაონ აღნიშნული სპეციალობით.
18 ივლისს, გამოფენის ოფიციალურ პრეზენტაციაზე გვინდა მოვიპატიჟო ოზურგეთში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები და ერთად ოფიციალურად გავხსნათ ღონისძიება.
ჩვენს ქალაქში გვაქვს უკრაინისა და საქართველოს მეგობრობის ამსახველი ქანდაკება. ამ დღეს სიმბოლურად სკულპტურის წინ გადავიღებთ სამახსოვრო ფოტოებს, მოვახდენთ ფართო მასებისათვის ამ ღონისძიების გაცნობას.
შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში – 2022 მონაწილეობენ :
1. ვახტანგ მეგრელიშვილი – თბილისი (პროექტის ხელმძღვანელი)
2. ლარისა პიშა – უკრაინა
3. ოქსანა სტრატიჩუკ – უკრაინა
4. ალექსანდრა ზალივაკო – უკრაინა
5. ალექსანდერ ხუდაკოვი – უკრაინა
6. ავთანდილ თავართქილაძე – ოზურგეთი
7. თამაზ დარჩია – ოზურგეთი
8. ეკატერინე ოსტროვსკა – ოზურგეთი
9. ლია მოლარიშვილი – ოზურგეთი
10. გია გვიჩია – ფოთი
ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ავთანდილ თავართქილაძე.
მსგავსი სტატიები
- 41დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 35საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ახალი – 2023 წელი მიულოცა. „სამოქალაქო საქართველო“ პრემიერის საახალწლო მილოცვის სრულ ტექსტს გთავაზობთ: „ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთ წელს ვაცილებთ ერთად, რომელიც მარტივი არ ყოფილა და ბევრი ტკივილით, სირთულითა და რისკებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ასევე გვქონდა ბევრი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. ჩვენ ერთად, ზომიერებითა…
- 34საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 34სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
- 33ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…