შეერთებული შტატები უპირობოდ გმობს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას, სადაც არ უნდა მოხდეს ის, იქნება ეს ბუჩაში თუ მოსკოვში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას pia.ge ავრცელებს.
მან აღნიშნა, რომ უკრაინა უარყოფს რაიმე სახის მონაწილეობას „რუსული სამყაროს“ იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მკვლელობაში.
„ჩვენ უპირობოდ ვგმობთ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე, იქნება ეს კიევში, ბუჩაში, ხარკოვში, კრამატორსკში, მარიუპოლში თუ მოსკოვში. ეს პრინციპი მოქმედებს მთელ მსოფლიოში“, – დასძინა მან.
ცნობისთვის, მოსკოვის ოლქში რუსი პროპაგანდისტის ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, რომელშიც მისი შვილი დარია დუგინა იმყოფებოდა.
29 წლის დარია, ისევე როგორც მამამისი, ჟურნალისტიკით იყო დაკავებული. იგი მართავდა „ტელეგრამის“ არხს, რომელიც ევროპული პოლიტიკის დისკრედიტაციას ეძღვნებოდა. გარდა ამისა, ორივე მათგანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს მხარს უჭერდა. დუგინის მანქანის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.
მსგავსი სტატიები
- 37რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…