დღეს, დილით, გაზეთ „ალიონის“ ვებ.გვერდზე „რა ხდება სოფელ ლიხაურის შესასვლელში“ გამოქვეყნდა, რომელიც ყოფილი მეფრინველეობის ფაბრიკის ტერიტორიაზე, არსებულ მდგომარეობას ასახავდა.
გაზეთ „ალიონს“ დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ლიხაურში ნანა წითლიძეს. მან გვითხრა, რომ ადგილზე გაარკვევდა ყველაფერს.
იგი კვლავ დაგვიკავშირდა: „საკლაო (შპს „გიგი ლ.“ )ყოფილი მეფრინველეობის ფაბრიკის გვერდით მდებარეობს. თავად ფაბრიკის ტერიტორიზე 10 ჰექტარი თხილის პლანტაციაა გაშენებული და ის იჯარით ლიხაურელებს აქვთ აღებული. სასაკლაოს მეპატრონე გენადი ჩხარტიშვილთან ერთად დავათვალიერეთ. ნარჩენების ორმო დაკვლის შემდეგ სპეციალური ქლორის ფხვნილით მუშავდება და მიწა ეყრება. რაც შეეხება სათხილეში გადაღებულ ფოტოს, მეპატრონე ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს კანალიზაციის მილის დაზიანებით იყოს გამოწვეული. მეპატრონე შეგვპირდა, რომ პრობლემას უახლოეს დღეებში მოაგვარებს. _ გვითხრა ნანა წითლიძემ.
_აფხაზეთიდან ვარ ლტოლვილი. სამი ათეული წელია ლიხაურში (კვაჭალათი) ვცხოვრობ. ამჟამად სასაკლაოზე ვმუშაობ. როცა მთავარი ყასაბი არაა, ღორების დაკვლაც მიწევს, ისე ძირითადად იქაურობას ვასუფთავებ. მე 100 მეტრში ვცხოვრობ სასაკლაოდან და არანაირი სუნი არ მიგრძვნია. დაკვლის შემდეგ, დღის ბოლოს ნარჩენებს სპეციალურ ორმოში ვათავსებთ, ვქლორავთ, შემდეგ მიწას და ფხვიერ ქლორს ვაყრით _გვითხრა ლუდა ჭულუხიძემ.
მსგავსი სტატიები
- 49ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 46"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 46საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 44რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 44დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…