2001 წლის 11 სექტემბერი – დღე, რომელმაც 21 წლის წინ მსოფლიო შეცვალა და შეძრა. 2001 წელის 11 სექტემბერს ოთხი ავიალაინერი, რომლებიც ტერორისტებმა გაიტაცეს, ნიუ-იორკის ორ ცათამბჯენს და ვაშინგტონში პენტაგონის შენობას დაეჯახა. ტერაქტის შედეგად 2996 ადამიანი დაიღუპა. ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული შეტევაა. მის შედეგებს კი ადამიანები დღესაც გრძნობენ.
რეისი 11 American Airlines (AA11) ბოსტონიდან აფრინდა და კურსი ლოს-ანჯელესზე აიღო. მის ბორტზე ორი პილოტი, 9 ბორტგამყოლი და 81 მგზავრი იმყოფებიან, მათგან 5 ტერორისტია. გამტაცებლებს ეგვიპტელი მოჰამედ ატოი ხელმძღვანელობს.
ეს გეგმა 5 წლით ადრე ავღანეთში, „ალ-ქაიდას” ბაზაზე შეიმუშავეს. იდეა პაკისტანელ „ბოევიკს“ ჰალიდ მოჰამადს ეკუთვნოდა. სწორედ მან მოიფიქრა ისლამისტებისთვის ავიალაინერის მართვის სწავლება, რათა მათ თვითმფრინავი გაიტაცონ და ის მართვადი რაკეტის ნაცვლად გამოიყენონ.
ეს გეგმა საუდელმა მილიონერმა, „ალ-ქაიდას“ ლიდერმა ოსამა ბინ ლადენმა დაამტკიცა. ის მანამდეც მოხვედრილა აშშ-ის სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში, ხოლო ტერაქტის შემდეგ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი გახდა.
08:14
ბოსტონის მეორე ტერმინალიდან აფრინდა რეისი United Airlines (UA175), რომელიც, ასევე, ლოს-ანჯელესში მიფრინავდა. მის ბორტზე ეკიპაჟის 9 წევრი და 56 მგზავრია. მათგან ხუთი გამტაცებელია.
დაახლოებით იმავე დროს AA11 რეისზე გამტაცებლები პილოტების კაბინაში შეაღწევენ და თვითმფრინავზე კონტროლს დაამყარებენ.
ისევე როგორც სხვა გატაცებულ თვითმფრინავებში, ეკიპაჟის წევრებს და მგზავრებს ტერორისტები თვითმფრინავის უკანა ნაწილში გადაიყვანენ. ისინი მგზავრებს ბომბის აფეთქებით ემუქრებიან, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ სინამდვილეში არ ჰქონდათ.
სწორედ ამ დროს ბორტგამყოლი ბეტი ონგი კომპანია American Airlines-ს ტელეფონით უკავშირდება და ატყობინებს, რომ თვითმფრინავი, სავარაუდოდ, გატაცებულია.
08:20
რეისი (AA77) American Airlines ვაშინგტონის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა. მის ბორტზე ეკიპაჟის 6 წევრი და 58 მგზავრია, მათ შორის 5 ტერორისტი.
ეს თვითმფრინავიც ლოს-ანჯელესში მიფრინავს. ეს შემთხვევითი არ არის. ყველა გატაცებული თვითმფრინავი აღმოსავლეთ სანაპიროდან დასავლეთ სანაპიროზე მიფრინავს და მათ ავზებში 43 000 ლიტრი საწვავია. ახლა გამტაცებელთა ხელში ავიალაინერები მართვად რაკეტებად გადაიქცა.
08:24
მოჰამედ ატა მგზავრებთან დაკავშირებას ცდილობს, მაგრამ შეცდომით სხვა ღილაკს აჭერს და თვითმფრინავის გატაცების შესახებ ინფორმაციას ბოსტონის ავიადისპეტჩერებს გადასცემს. ის, ასევე, იუწყება, რომ გატაცებულია რამდენიმე თვითმფრინავი. თავდაპირველად დისპეტჩერი ინფორმაციას წესიერად ვერ იგებს, მაგრამ, როდესაც ატოი ამ შეტყობინებას განმეორებით გადასცემს, ეჭვი უკვე აღარავის ეპარება – რეისი AA11 გატაცებულია.
ამ დროისთვის ტერორისტებმა ტრანსპონდერი გამორთეს, რომლის მეშვეობით თვითმფრინავის იდენტიფიცირება და მისი მოძრაობის დადგენაა შესაძლებელი.
აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სააგენტოში (FFA) მომხდარის მასშტაბებს ჯერჯერობით ვერ ხვდებიან, შესაბამისად აშშ-ის ტერიტორიაზე სამოქალაქო თვითმფრინავები ჩვეულ რეჟიმში დაფრინავენ. მათ შორისაა ბოლო, მეოთხე თვითმფრინავი, რომელიც ტერორისტებმა იმ დღეს გაიტაცეს.
08:42
რეისი (UA93) United Airlines ნიუარკის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა. თვითმფრინავი სან-ფრანცისკოში მიფრინავს. ის 8:00 საათზე უნდა აფრენილიყო, მაგრამ აეროპორტი გადატვირთული იყო და რეისი 42 წუთით გადაიდო.
არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამ დაყოვნების გამო თვითმფრინავმა მიზანს ვერ მიაღწია. ასევე, ერთ-ერთ მიზეზად ის სახელდება, რომ UA93-ის ბორტზე 4 გამტაცებელი იყო და არა 5, როგორც სხვა
ავიალაინერებზე.
დაახლოებით ამ დროს ტერორისტებმა კონტროლი UA175-ის რეისზე დაამყარეს.
08:44
გატაცებიდან ნახევარ საათში AA11 უკვე ნიუ-იორკის თავზეა. დისპეტჩერები ფიქრობენ, რომ თვითმფრინავი კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიფრინავს და გზას უხსნიან.
სწორედ ამ დროს ბორტგამყოლი მედლინ სუინი ტელეფონით American Airline-ს უკავშირდება და ატყობინებს, რომ თვითმფრინავი დაშვებას იწყებს.
„ძალზე დაბლა მივფრინავთ, ძალიან დაბლა. ღმერთო ჩემო, ძალიან დაბლა მივფრინავთ“, – ეს ბორტგამყოლის ბოლო სიტყვები იყო.
08:46
რეისი AA11 მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ ცათამბჯენს ეჯახება, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში ნიუ-იორკის სიმბოლო იყო.
თვითმფრინავი ცათამბჯენს 93-99 სართულებს შორის შეეჯახა, წამებში ასობით ადამიანი დაიღუპა.
დარტყმის შედეგად 92 სართულს ზევით ყველა კიბე დაზიანდა და ადამიანები მახეში აღმოჩნდნენ
შეჯახების დროს თვითმფრინავის საწვავი ფეთქდება და აალებული საწვავი ცათამბჯენის ქვედა სართულებამდეც კი აღწევს. ზოგიერთ ადგილას ტემპერატურა 1000 °C-ს აღწევს.
08:47
აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ფლორიდის შტატში ემი ბუკერის სკოლაში იმყოფება. მას ატყობინებენ, რომ ნიუ-იორკის ცათამბჯენს „მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა“. ბუში ბავშვებთან შეხვედრას განაგრძობს.
თვითმფრინავების გატაცების შესახებ თეთრმა სახლმა არაფერი იცის.
დაახლოებით ამ დროს ტერორისტები მესამე თვითმფრინავზე, რეისზე AA77-ზეც კონტროლს ამყარებენ.
08:56
ჩრდილოეთ ცათამბჯენის ზედა სართულებზე პრაქტიკულად აღარ რჩება ადგილები, სადაც ცეცხლისგან და კვამლისგან დამალვაა შესაძლებელი, ადამიანები 300- მეტრიანი სიმაღლიდან ფანჯრებიდან ხტებიან და იღუპებიან.
09:01
ნიუ-იორკის საჰაერო კონტროლის სააგენტოში სრული ქაოსია. მეორე თვითმფრინავმა, რეისმა UA175-მა დაუბრკოლებლად შეძლო ნიუ-იორკის თავზე გადაფრენა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტრანსპონდერი
გამორთული არ ყოფილა, ხოლო ის დაგეგმილ კურსს მნიშვნელოვნად ასცდა. ვიდრე საჰაერო კონტროლამდე ინფორმაცია მივიდა, რომ მეორე თვითმფრინავიც გატაცებულია, უკვე ძალიან გვიანი აღმოჩნდა.
09:03
UA175 სავაჭრო ცენტრის სამხრეთ ცათამბჯენს ეჯახება დაახლოებით 77 და 85-ე სართულებს შორის. ეს პირველი შეჯახებიდან 17 წუთში მოხდა. ახლა უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ეს უბედური შემთხვევა არ არის.
09:05
ჯორჯ ბუში ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეებს ხვდება, სწორედ ამ დროს მას ატყობინებენ, რომ მეორე თვითმფრინავიც ცათამბჯენს დაეჯახა. ბუში დასტურის ნიშნად თავს ხრის და ადგილზე რჩება. ბუშს სახეზე ნერვიულობა ეტყობა.
09:24
American Airlines და United Airlines-მა საკუთარ თვითმფრინავებს ჰაერში აფრენა აუკრძალეს. დისპეტჩერი ედ ბელინჯერი ამის შესახებ ყველა ავიაკომპანიის თვითმფრინავებს ატყობინებს. ერთ-ერთი რეისი, რომელმაც ეს შეტყობინება მიიღო, UA93-ია. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წუთში ტერორისტები
ხელში მასაც ჩაიგდებენ.
09:28
რეისი UA93 ავარიულ სიგნალს გადასცემს. მას კლივლენდის დისპეტჩერები იღებენ, მაგრამ ისინი ვერაფერს მოიმოქმედებენ – ტერორისტებმა თვითმფრინავზე კონტროლი უკვე დაამყარეს. ისინი იგივე ტაქტიკით მოქმედებენ – ეუბნებიან მგზავრებს, რომ თვითმფრინავი დანაღმულია და მგზავრებსა და ეკიპაჟს ლაინერის უკანა ნაწილში ათავსებენ. გამტაცებლები აცხადებენ, რომ აეროპორტში დაბრუნებას გეგმავენ. ადამიანები იწყებენ ახლობლებთან რეკვას და ასე იგებენ, რაც მოხდა ნიუ-იორკში. მგზავრები ხვდებიან, რომ თუ არ იმოქმედებენ, მათაც იგივე ბედი ელით.
09:34
ვაშინგტონში ოფიციალურმა პირებმა უკვე იციან, რომ სულ მცირე სამი თვითმფრინავია გატაცებული. მესამე თვითმფრინავის ადგილმდებარეობის დადგენა საკმაოდ რთულია, რადგანაც ტრანსპონდერი გათიშულია. დონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტიდან საიდუმლო სამსახურს ატყობინებენ, რომ ამოუცნობი თვითმფრინავი, სავარაუდოდ, თეთრი სახლისკენ მიფრინავს. ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც შენობაში იმყოფება, მიწისქვეშა ბუნკერში გადადის. თვითმფრინავი კი მოულოდნელად 330 გრადუსით ტრიალდება. ის არც თეთრი სახლისკენ, არც კაპიტოლიუმისკენ არ მიფრინავს, არამედ 850 კმ/სთ-ის სიჩქარით პენტაგონს უახლოვდება.
09:37
AA77 პენტაგონის დასავლეთ კედელს ეჯახება. იღუპება თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 64 ადამიანი და 125 პირი თავდაცვის სამინისტროს შტაბში. ათობით ადამიანი დაშავებულია.
სწორედ ამ დროს პრეზიდენტი ბუში ხვდება, რომ მის ქვეყანას ომი გამოუცხადეს და აშშ ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაშია.
09:42
პენტაგონმა და FAA-მ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს და ყველა კომერციულ თვითმფრინავს ახლომდებარე აეროპორტში დაჯდომა უბრძანეს. 4 ათასზე მეტი ადამიანი სხვადასხვა აეროპორტში იმყოფება. თუმცა, ერთი თვითმფრინავი ჰაერში მაინც რჩება. ეს გატაცებული რეისი UA93-ია.
UA93-ის თვითმფრინავის ეკიპაჟიც და მგზავრებიც ხვდებიან, რომ განწირულები არიან, თუ რამეს არ მოიმოქმედებენ.
ყოფილი ბორტგამყოლი ელის ჰოუგლანდი თავის შვილს, მარკ ბინგჰემს ხმოვან შეტყობინებას უგზავნის. მარკი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფება.
„თქვენი თვითმფრინავი ტერორისტებმა გაიტაცეს. ისინი მიწაზე რაღაცის აფეთქებას გეგმავენ. ყველაფერი გააკეთე, რომ ისინი გააჩერო. შეაგროვე რამდენიმე ადამიანი და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ავიალაინერზე კონტროლი დაამყაროთ. აბა შენ იცი. წარმატებები!“.
თვითმფრინავიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ბორტზე მყოფებმა კენჭისყრა ჩაატარეს და ტერორისტებთან ბრძოლა გადაწყვიტეს.
09:58
ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის სამხრეთ ცათამბჯენი ინგრევა. ნგრევის პროცესი სულ რაღაც 11 წამს გრძელდებოდა. შენობაში, ქუჩაში და სასტუმრო „მარიოტში“ მყოფი ადამიანები იღუპებიან.
10:03
UA93-ის მგზავრები პილოტების კაბინაში შეღწევას ცდილობენ, სადაც ტერორისტები იმყოფებიან. „შავი ყუთი“ დარტყმებს, ჭურჭლის მსხვრევის ხმებს და ყვირილს აფიქსირებს. ზიად ჯარა, რომელიც ავიალაინერს მართავს, ეკითხება დანარჩენ ტერორისტებს – უნდა ააფეთქოს თუ არა მან თვითმფრინავი. თავდაპირველად მას უარით პასუხობენ.
ავიალაინერი ვაშინგტონიდან 20 წუთის ფრენის მანძილზე იმყოფება. ტერორისტები ხვდებიან, რომ კაბინაში მგზავრების შეღწევას წინ ვერ აღუდგებიან, როდესაც ჯარა ხელახლა ეკითხება გამტაცებლებს, უნდა ააფეთქოს თუ არა მან თვითმფრინავი, მას დადებითად პასუხობენ.
თვითმფრინავი პენსილვანიის შტატში, მინდორში 950 კმ/სთ-ის სიჩქარით მიწაზე ეცემა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი იღუპება. ამ ლაინერით ტერორისტები, სავარაუდოდ, თეთრ სახლზე ან კაპიტოლიუმზე
შეტევისთვის ემზადებოდნენ.
10:28
დაახლოებით 100 წუთია გასული მას შემდეგ, რაც რეისი AA11 მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ ცათამბჯენს დაეჯახა. სამხრეთ ცათამბჯენმა ორჯერ დიდხანს გაძლო, მაგრამ საბოლოოდ ისიც დაინგრა. მეორე ცათამბჯენის ნგრევა 9 წამს გაგრძელდა.
11 სექტემბრის ტერაქტს 2976 ადამიანი და 19 ტერორისტი ემსხვერპლა. ეს ყველაზე სისხლიანი ტერაქტი იყო აშშ-ის ისტორიაში. მხოლოდ ნიუ-იორკში ტერაქტის დღეს 343 მეხანძრე დაიღუპა.
გარდა ამისა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის ინფორმაციით, 400 ათასამდე ადამიანი დაშავდა ტოქსინების ზემოქმედების შედეგად, ასევე, მათ მიიღეს ტრავმები, მათ შორის ემოციური ტრავმები. ამას ქრონიკული დაავადებები და სიკვდილის შემთხვევებიც კი მოჰყვა ტერაქტის შემდეგ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.
pia.ge
მსგავსი სტატიები
- 69ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 68ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი სცენიდან რეალურ ყოფამდე თუ, შელამაზებული, დახვეწილი ურთიერთობების მიღმა არსებულ მეორე „განზომილებაში“ ჩარჩენილ ადამიანთა მარათონი უზნეობის, სიხარბის, უსუსურობის, მლიქვნელობის..., ერთიან ჩარჩოში. ჩარჩოში, რომელსაც გარე სივრცესთან ფანჯრების დაბზარული, თუ ჩატეხილი მინები, და სხვადასხვა ემოციის და მოქმედების გამომხატველი ხელები აკავშირებს. ეს ყველაფერი ინაცვლებს სპექტაკლში „იმერული რეკვიემი“, რომლის ჩვენება, გაიმართა ოზურგეთის…
- 67„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ვლადიმერ მენაბდე „მესაქონლეობისათვის მთავარი მიწის ნაკვეთია, საძოვარი, საკვები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის, ის თუ როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი, სარჩო საბადებელი ოჯახებისათვის ეს ერთი პრობლემაა, ხოლო მეორეა როგორ გამოვიყენოთ ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწა, მაშინ როდესაც მცირე მრეწარმე ვართ და მეღორეობას ან კიდევ…
- 66დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 6528 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…