ოზურგეთში, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის მამაკაცს მ.რ-ს ავტომობილში ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ის თანმხლებ პირთან ერთად ავტომანქანით ქ. ოზურგეთში, ანასეულის გზაზე გადაადგილდებოდა. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული
თვითმხილველების ინფორმაციით, კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცი უცნობმა პირებმა შეიყვანეს. როგორც ექიმმა განაცხადა, მას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა.
„შემოყვანისთანავე ამოიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო, მას სიცოცხლე ნიშნები არ აღენიშნებოდა, მიუხედავად ამისა ჩატარდა რეანიმაციული ღონისძიებები“, _ განაცხადა კლინიკა „მედალფას“ რეანიმატოლოგმა რამაზ ზერებცოვმა.
მოკლული მამაკაცის ოჯახი მედიასთან ამ ეტაპზე არ კონტაქტობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი იტალიიდან საქართველოში ერთი კირის წინ ჩამოვიდა.
როგორცშინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი).