ოზურგეთსა და ჩოხატაურში არქიტექტურული თვალსაზრისით უნიკალურ შენობათა რიცხვშია ოზურგეთისა და ჩოხატაურის კინოთეატრები. 1936-38 წლებში იმჟამინდელი ადგილობრივი გაზეთი ხშირად წერდა ოზურგეთის კინოთეატრის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ. ორთავე კინოთეატრი ადგილობრივ მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობდა. წლებმა თავისი დაღი დაასვა შენობებს. ოზურგეთისაგან განსხვავებით ჩოხატაურის კინოთეატრის შენობის  რეაბილიტაციას შეუდგნენ. კულტურის სამინისტრომ ამ შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. გაზეთი „ალიონი“ ამ თემაზე, კინოთეატრ„გურიას“ აღდგენის ინიციატორს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ზაალ მამალაძეს ესაუბრა:

_   2020 წლიდან ჩოხატაურის საკრებულომ დაიწყო ყოფილი კინოთეატრ „გურიას“ ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის  თაობაზე დოკუმენტაციის შეგროვება.

გაირკვა, რომ აღნიშნული შენობა 2012 წლის 18 აპრილიდან აღარ ირიცხებოდა სს „ქართული ფილმის“ ბალანსზე და გადასული იყო სახელმწიფო საკუთრებაში.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიამ მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად შეკრიბა ყველა დოკუმენტაცია და წარუდგინა ქონების მართვის სააგენტოს. უმოკლეს ვადებში მოხერხდა, აღნიშნული ქონების ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადმოცემა. ამ პროცესის პარალელურად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაიწყო კინოთეატრ „გურიისთვის“ გამოჩენილი ქართველი მწერლისა და კინოდრამატურგის სულიკო ჟღენტის სახელის მინიჭების შესახებ საქმის წარმოება.

რატომ სულიკო ჟღენტი?

საკმარისია სულიკო ჟღენტის სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმების ჩამოთვლა, მისი აღიარებისათვის ჩვენი ქვეყნის წინაშე: „ღიმილის ბიჭები“, „ნერგები“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „ჯარისკაცის მამა“, „წუთისოფელი“, „ფესვები“, „ბურთი და მოედანი“, „რაჭა ჩემი სიყვარული“, „მშობლიურო ჩემო მიწავ“, „ ცხოვრება დონ -კიხოტ ლამანჩელის“ და სხვ.

 სულიკო ჟღენტი დაიბადა 1925 წლის 22 ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სამებაში. დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ შუა ამაღლების საშუალო სკოლაში, რომლის დირექტორც იყო  მისი მამა ილია ჟღენტი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი.

            ორივე საკითხი, ქონებისა და სახელდების შესახებ დადებითად გადაწყდა, კინოთეატრ „გურიას“ მიენიჭა შემდეგი სახელი: „ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სულიკო ჟღენტის სახელობის კინო სახლი“.

დადგა მთავარი საკითხი, თუ რა ფუნქცია უნდა შეეძინა არსებულ შენობას?

ყველა ამ საკითხის წარმოების ეტაპზე, მუნიციპალიტეტთან ერთად ჩართული იყო სულიკო ჟღენტის შვილი, კინომცოდნე, ხელოვნეობის დოქტორი, ქალბატონი ოლიკო ჟღენტი, მისი ინიციატივით დავიწყეთ მუშაობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე,  „კინო სახლისთვის“  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე. კულტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის შემდეგ ეს  საკითხიც დადებითად გადაწყდა. ასევე, ქალბატონ ოლიკოსთან შევთანხმდით, ფუნქციების თაობაზეც.   პირველი, რაც ამ შენობაში უნდა განთავსდეს, ესაა გურიის კინო მუზეუმი. მით უმეტეს, როცა კინო ხელოვნებაში მოღვაზე საქვეყნოდ აღიარებული რეჟისორები, მსახიობები, სცენარისტები გურიიდან საკმაოდ გვყავს. ასევე, შევთამხმდით, კინო მუზეუმში უნდა იყოს არა მხოლოდ  ექსპონატები, არამედ აქ უნდა იყოს ცოცხალი პროცესი, კინო ჩვენებები, მასტერკლასები და სხვადასხვა ღონისძიებები.

 იმის გამო, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არ არსებობს ახალგაზრდული სიცრცე, მსგავსი სივრცის შექმნა დაიგეგმა კინო სახლში, რაც გულისხმობს, ინოვაციური ტექნოლოგიების ოთახისა და  ახალგაზრდული კაფის მოწყობას, მინი კინო დარბაზის, გეიმ ოთახის, მისიკალური ოთახის შექმნას. ერთი სიტყვით შეიქმნება სივრცე, სადაც ყველა თაობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის იქნება ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ დაკავდნენ შემეცნებითი საქმიანობით, მიიღონ სხვადასხვა არაფორმალური განათლება და იპოვონ საკუთარი თავი.

რა  ეტაპზე ვართ ახლა?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს ჩოხატაურში, ახალგაზრდებმა დააყენეს ეს საკითხი და პრემიერისაგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა. საჭიროა, სრული რეკონსტრუქცია, ოღონდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გათვალისწინებით. საჭიროა, კომპეტენტური ადამიანების მიერ,   მომზადდეს შესაბამისი პროექტი, რის საფუძველზეც მოხდება შენობის ადაპტირება ფუნქციებთან მიმართებაში. მიმდინარეობს ამა მიმართულებით მუშაობა და  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შარაშიძის შეპირებით უახლოეს მომავალში გვექნება შესაბამისი პროექტი, მით უმეტეს მისი სურვილიც  არის, მეტი ყურადღება დაეთმოს ახალგაზრდებს.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 70
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 61
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 58
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 58
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
  • 57
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…

არ გამოტოვოთ