დღეს, ქ. ოზურგეთში, დიდი ტრადიციების მქონე #1 საჯარო სკოლაში გაცილების საღამო მოუწყვეს იმ პედაგოგებს, რომლებიც ათეული წლების მანძილზე ასრულებდნენ მასწავლების რთულ და საპატიო საქმეს…
_ „45 წელი ამაყად მივუყვებოდი ნინოშვილის ქუჩას, სკოლის აღმართს რომ შემოვუხვევდი, თავს ძლიერად ვგრძნობდი. მეგონა, რომ ყველაფერი ჩემია, დიდი ძალის ნაწილი ვარ და ვერავინ მომერევა _მეთქი.
რატომ მიყვარს პირველი სკოლა? აქ არის ჩემი პროფესიული აკვანი, ფესვები. აქ ხარობს ჩემი სიცოცხლის ხე, ჩემი მასწავლებლობის სიცოცხლის ხე. ამაყი ვარ, რომ პირველი სკოლის კორიფეების გვერდით ვიდექი, რაც ადვილი არ იყო და ვმოღვაწეობდი“_თქვა უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელმა, გურიის საუკეთესო პედაგოგის წოდების მფლობელმა ნანი სალუქვაძემ.
საზეიმო გაცილების მონაწილეები იყვნენ ასევე სახელოვანი პედაგოგები: ნათელა სურგულაძე, მანოლა ვაშალომიძე, ნინო მენაბდე, რუსუდან სარიშვილი, ზისანა კეჭაყმაძე, მანანა კვაჭაძე, თამარ ოსიპოვა, ირინა ცეცხლაძე, ნანა კალანდაძე, რომლებიც 40-45 წლის განმავლობაში მოღვაწეობდნენ ამ სკოლის კედლებში.
ამაგდარ პედაგოგებს მიესალმნენ: სკოლის დირექტორი მაია თავართქილაძე, სკოლის კურსდამთავრებულები: ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორის მოადგილე ქეთი მოისწრაფეშვილი; განათლების მუშაკთა პროფკავშირის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე როზა გოგუაძე, რომელმაც საქართველოს განათლების პროფკავშირების საპატიო სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა პედაგოგებს.
ჯანმთელობის მდგომარეობის გამო გაცილების საღამოს ვერ დაესწრო მრავალი თაობის აღმზრდელი პედაგოგი ჯემალ ჭელიძე.
საღამოზე შესანიშნავი პიროვნება, ფიზკულტურისა და სპორტის პედაგოგი ომარ თავბერიძე გაიხსენეს.
(ვრცლად გაზეთ „ალიონის“ მომდევნო ნომერში).
მსგავსი სტატიები
- 46ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 42"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 41საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 41ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 40რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…