2022 წლის 21 დეკემბერს,ბახვი ჰესის მენეჯმენტის დაკომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტებისგარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის შემაჯამებელიშეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე მხარეებმაიმსჯელეს მიმდინარე საკითხებზე.მრჩეველთა საბჭოს წევრებს მიესალმა ბახვი ჰესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ნიბლაძე, რომელმაც შეაჯამა გასული წლის სამუშაო და მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა საბჭოს 2023 წლის სტრატეგია და მომავალი წლისთვის განსაზღვრული მიზნები და ამოცანები. კომპანიის მიზანია, განვითარების ახალ ტალღაზე გადასვლა, რაც გულისხმობს საბჭოს ფუნქციის გაზრდას და ჩართულობის გაღრმავებას.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ 2021 წლის აგვისტოში დაფუძნებულმა მრჩეველთა საბჭოს მოდელმა გაამართლა და ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუკი განვაცხადებთ, რომ ის მიზნები და ამოცანები, რაც თავის დროზე  საბჭომ დაისახა, წარმატებით შესრულებულია. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ამისთვის საბჭოს თითოეულ წევრს. სამუშაო პროცესი საინტერესო გამოცდილება იყო უდაოდ ორივე მხარისათვის და აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ საბჭოს წევრები, ყოველგვარი ფინანსური დაინტერესების გარეშე მუშაობენ პროექტზე, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია, როგორც გურიის რეგიონისათვის, ასევე მთლიანადსაქართველოსთვის.. საბჭომ შეასრულა მრჩევლის ფუნქცია ბევრ საკითხში და რეკომენდაციები და მოსაზრებები, რასაც გვიზიარებდნენ პროექტის მიმდინარეობის დროს, ნამდვილად საინტერესო იყო ჩვენი მენეჯმენტ ჯგუფისთვის. 2023 წელი ახალი გამოწვევების წელია და სწორედ ამიტომ, გადავხედეთ განვლილ პერიოდს და მუშაობის ახალი სტრატეგია შევთავაზეთ მათ, რომელიც მიზნად ისახას ჩვენი თანამშრომლების კიდევ უფრო გაღრმავებასწარმატებებს ვუსურვებ საბჭოს წევრებს დამდეგ 2023 წელს და ასევე, ჩვენს პროექტსაც, რომელიც მომავალი წლიდან განვითარების ახალ ფაზაში გადადის“ _ განაცხადა ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.

შეხვედრა ოზურგეთში, ბახვი ჰესის ოფისში გაიმართა.

შეგახსენებთ, ბახვი ჰესის გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხების  მრჩეველთა საბჭო კომპანიის ინიციატივით შექმნილი სათათბირო ორგანოა, რომლის მიზანი,  დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა და ჰიდროელექტროსადგურების პროექტების მეტი გამჭვირვალობაა. საბჭო ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებიდან ნომინირებული 12 დამოუკიდებელი წევრისაგან შედგება. საბჭოში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულები, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ბიზნესი.

დაფინანსებული ფართი

 

მსგავსი სტატიები

  • 96
    ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭო ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო 2021 წლის 5 აგვისტოს, კომპანიის უპრეცედენტო ინიციატივის საფუძველზე შეიქმნა. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაშია 10 დაინტერესებული პირი, რომლებიც  წარმოადგენენ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, მცირე და საშუალო ბიზნესს, მედიას და თვითმმართველობას. საბჭოს ფორმატში მონაწილოება ანაზღაურების გარეშეა. აქ მოვიდნენ და გაწევრიანდნენ ადამიანები,…
  • 95
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა            2022 წლის  7სექტემბერს,ბახვი ჰესის მენეჯმენტის დაკომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტებისგარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი,შეხვედრა გაიმართა.ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გააცნო ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გზშ-ს ანგარიშის მომზადების პროცესი, ასევე წარადგინა მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრი, ალა მარი, რომელიც ჩხაკაურას საჯარო სკოლის დირექტორია. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა…
  • 91
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა 2022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის    გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…
  • 84
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შემაჯამებელი შეხვედრამიმდინარე წლის 15 დეკემბერს ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა საბჭოს წევრებთან კომპანიის მიერ მიმდინარე წელს განხორციელებულ აქტივობებზე და 2024 წლის გეგმებზე ისაუბრა. თავდაპირველად, მოკლედ მიმოიხილა ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც წელს ბახვი ჰესი სოციალური,…
  • 84
    „ბახვი ჰესის“ გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შემაჯამებელი შეხვედრამიმდინარე წლის 15 დეკემბერს „ბახვი ჰესის“ მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.   „ბახვი ჰესის“ დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა საბჭოს წევრებთან კომპანიის მიერ მიმდინარე წელს განხორციელებულ აქტივობებზე და 2024 წლის გეგმებზე ისაუბრა. თავდაპირველად, მოკლედ მიმოიხილა ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც წელს „ბახვი ჰესი“…

არ გამოტოვოთ