აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-E70-ის) შემადგენელ ორ, ჯამში, 15 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს ( 10 დეკემბერი) დილიდან გაიხსნა.
მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე, 10 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც აშენდა 10 კმ სიგრძის 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 2 პარალელური გზაგამტარი და 1 სატრანსპორტო კვანძი.
გზის ახალი მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზას უერთდება.
სამუშაოები ევროპის საინვეტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობდა, რომლის ღირებულებამაც 113 მილიონი ლარი შეადინა.
მოძრაობა, ასევე, გაიხსნა გრიგოლეთი-ქობულეთის 4 ზოლიანი მაგისტრალური გზის 5 კმ-ზე. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს 14.4 კმ-იანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას, სამუშაოები აქტიურად გრძელდება, რათა 14 კმ-იანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში სრულად 2023 წელს შევიდეს.
ამ მონაკვეთის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით უკვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 228 მილიონი ლარია.
ახალ მონაკვეთებზე მოძრაობის გახსნით, საგრძნობლად უმჯობესდება ავტოტრანსპორტის გადაადგილება, როგორც უსაფრთხოების, ისე დროის შემცირების თვალსაზრისით. ახალ მონაკვეთებზე ტრანსპორტი იმოძრავებს საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 4 ზოლიანი გზით, რომელიც, გაანახევრებს 15 კმ-იან მონაკვეთზე გადაადგილების დროს.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვიტარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მსგავსი სტატიები
- 48აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. ახალი 1800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია.„ძალიან მნიშვნელოვანი რიკოთის მთავარი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ახალი გვირაბის მშენებლობა დასრულდა. შესაბამისად, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ გვირაბში…
- 46დღეიდან, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება. ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს. უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების…
- 44გურიაში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაურის ბახმაროსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 18 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „კურორტ ბახმარომდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი და ხელოვნური ნაგებობები – წყალგამტარი ლითონის მილები, რკინაბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები და სხვა. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, გზა შემოიფარგლა ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარებით, მოინიშნა…
- 43საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, დროებით შეზღუდული იყო. ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს.
- 43საქართველო თურქეთს ახალი საავტომობილო გზით დაუკავშირდება. მოეწყობა 2-ზოლიანი გვირაბი და ხიდები. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა ნებართვა რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ 25 დეკემბერს გასცა. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ასფალტ-ბეტონის ახალი 11 კილომეტრის სიგრძის გზა, საიდანაც 10.2 კმ სიგრძის მონაკვეთზე დაგეგმილია ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ხოლო სარფის ზონაში, წმინდა ანდრიას ძეგლთან, ბოლო 800…