„ხშირია მეზობლისგან შემოსული ზარები – მთელი დღე იყენებენ მარიხუანას! ჩვენ ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ“, _ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

ხვიჩიამ გომელაურს ჰკითხა: მარიხუანის მოხმარების გამო საქმე მიდის იქამდე, რომ ადამიანს მართვის მოწმობას ართმევენ, ან დიდი რაოდენობით ჯარიმა აქვთ. ხალხი ამ პრობლემას ლეგალური მცენარის მოყვანის გამო აწყდება, რომლის მოხმარებაც ლეგალურია. პოლიციამ ასეთი პრინციპი რომ გამოიყენოს – „არ მაჩვენო და არ ვნახავ“.

გომელაურმა კითხვის პასუხად განაცხადა, რომ კანონის შეცვლის გარეშე, პოლიცია აღნიშნულ საკითხს უყურადღებოდ ვერ დატოვებს.

„ამ მიმართულებით გვინდა, თუ არა გვინდა, არის პრობლემა, თუმცა ამას ჩვენ ვერაფერს ვუზამთ, იქიდან გამომდინარე, რომ არის კანონი, ასევე ვალდებულებებია გაეროს კონვენციით და ა.შ.

მეორე მხრივ, რომ შევხედოთ ძალიან ხშირია მეზობლისგან შემოსული ზარები: „მიხედეთ! ნახეთ რაები აქვთ! მთელი დღე იყენებენ მარიხუანას!“ ეს ხშირად ხდება. ჩვენ რეაგირების გარეშე ამას ვერ დავტოვებთ.

როდესაც 112 შემოდის შეტყობინება; მოდით, ნახეთ რა ხდება. მივდივართ და იძულებულები ვართ, ეს გავაკეთოთ. ის, რომ პოლიციამ გაიაროს და რეაგირება არ მოახდინოს, მაშინ კანონი უნდა შეიცვალოს. პოლიციას ვერ დავავალებ, რომ დაინახავ ერთი ძირი მარიხუანა რომ აქვს ადამიანს, გაიარეთ და ხმა არ გასცეთ.

ძალიან ბევრი უკმაყოფილება მოდის მოსახლეობისგან, მით უმეტეს რეგიონებიდან. ამბობენ, რომ უბედურება ხდება, ყველა მარიხუანას იყენებს, ძირითადად უფროსი თაობიდან მოდის უკმაყოფილება. ძალიან ხშირია ოჯახის წევრებისგან შემოსული ზარები. არის ეს პრობლემა მოსახლეობაში, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვერ ვუზამთ. როცა შეტყობინება შემოდის, ხომ ვერ ვეტყვით, ერთი ძირი აქვთ და რა მოხდა?

პოლიციელს ვერ დავავალებ, ხედავ და რეაგირება არ მოახდინო ცოტა რთულია. ჩემი მხრიდან არასწორი იქნება, თქვენც რომ მინისტრი იყოთ, ალბათ, თქვენც ვერ გააკეთებდით.

მესმის, თქვენ, რასაც იძახით, მაგრამ, მაშინ კანონი უნდა შეიცვალოს“,_ განაცხადა გომელაურმა.

 

მსგავსი სტატიები

  • 69
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 67
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 64
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 64
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 60
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…

არ გამოტოვოთ