ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ამაგდარ მსახიობს, საქართველოს სახალხო არტისტს გაბრიელ (გაბო) მდინარაძეს 95 წელი შეუსრულდა!
„ნიშანდობლივია, რომ ოზურგეთის საპატიო მოქალაქის, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, ვარსკვლავოსანი მსახიობის გაბრიელ მდინარაძის დაბადების დღე, თეატრის საერთაშორიო დღეს ემთხვევა.
ღვაწლმოსილი მსახიობი, უამრავი ჯილდოს და დამსახურების მფლობელი გახლავთ. მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო- ხელოვნების ქურუმის წოდება, ასევე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ დაწესებული უშანგი ჩხეიძის სახელობის ჯილდო.
გაბრიელ მდინარაძე 1954 წლიდან ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია და შესრულებული აქვს 200-ზე მეტი მთავარი როლი, ასევე გადაღებულია ფილმებში: ძაღლი; ბერიკაცები; ყვითელი შუქი; ოჩომბავა და სხვა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მან 94 წლის ასაკში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლ ,,მონატრება“-ში (რეჟ. ვასო ჩიგოგიძე) ,,კოწია ფოსტალიონის” როლი შეასრულა. იმედს გამოვთქვამთ, რომ იგი არაერთხელ დადგება ჩვენი თეატრის სცენაზე.
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ულოცავს ბატონ გაბრიელ მდინარაძეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას! გვიყვარხარ ბატონო გაბრიელ!“_აღნიშნულია მილოცვაში ოზურგეთის თეატრის ვებ.გვერდზე.
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია ულოცავს ბატონ გაბო მდინარაძეს დაბადებიდან 95 წლისთავს!.
მსგავსი სტატიები
- 69დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 65ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 64საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 58"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 582021 წლის 14 მაისს, ოზურგეთის ალ წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრის ისტორია ახალი, გაუხუნარი ფურცლით შეივსო. საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევითა და ფონდ „ქართუს“ სოლიდური დაფინანსებით გრანდიოზულად რეაბილიტირებული თეატრის შენობა, ქმნილება, რომელიც, თავისი წარმოსადეგობითა და სრულყოფილებით არათუ რეგიონს, არამედ ნებისმიერ მეგა ქალაქსაც კი დაამშვენებს. ცერემონიალს ესწრებოდნენ ჩვენი…