ქ. ოზურგეთში , ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლემ ჭიდაობაში, კადეტთა შორის ( თავისუფალი, ბერძნულ – რომაული სტილი) საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა.
ასპარეზობაში 500 – ზე მეტი სპორტსმენი, სხვადასხვა წონით კატეგორიაში იღებდა მონაწილეობას.
ოზურგეთელმა და ლანჩხუთელმა მოჭიდავეებმა საქართველოს პირველობაზე გამორჩეულად იასპარეზეს და 11 მედლის, მათ შორის 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედლის დატოვება შეძლეს.
ოზურგეთმა ჩემპიონატზე გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
გურულებს პირველი ფინალი 45კგ. წონით კატეგორიაში ჰქონდათ. ლანჩხუთელი ნიკა ცეცხლაძე ქულით უგებდა ბათუმელ ჯაბა ბოლქვაძეს. ბოლო წამებზე ბოლქვაძემ კარგად ისარგებლა ცეცხლაძის შეცდომით, ანგარიში გაათანაბრა და ჩემპიონი გახდა.
55 კგ. წონით კატეგორიაში ოზურგეთელები ერეკლე თავბერიძე (მწვრთლელები ძმები ზურაბიანები) და რეზი გუჯაბიძე (მწვრთნელი კახაბერ აბაშიძე)დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს იყო ორი თანაბარი ძალის სპორტსმენის საინტერესო ბრძოლა, რომელშიც თავბერიძემ მცირე უპირატესობით დაამარცხა მეტოქე.
უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ზაგრებში ევროპის პირველობაზე ასპარეზობდნენ, სადაც თავბერიძე ჩემპიონი გახდა, ხოლო გუჯაბიძე _ბრინჯაოს პრიზიორი. ერეკლე თავბერიძე მანამდე საქართველოს ორგზის ჩემპიონი იყო თავის ასაკის თანატოლებს შორის.
მესამე ფინალი გურულებს 80 კგ. წონით კატეგორიაში ჰქონდათ, სადაც ლანჩხუთელმა გიორგი მახარაძემ დიდი უპირატესობით (7:1) დაამარცხა ჭიათურელი საბა გაფრინდაშვილი.
ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ოზურგეთელები: ლუკა კილაძე, დავით ზეინკლიშვილი, ლუკა ფიფია, კონსტანტინე ცეცხლაძე, გიორგი ტაკიძე (48,55,60, 65,71 კგ. წონით კატეგორიაში); ლანჩხუთელი თამაზ აბაშიძე (71კგ. წონითი კატეგორია).
რაც შეხება თავისუფალ ჭიდაობას, აქ მხოლოდ ლანჩხუთელმა ლუკა კუბუსიძემ (110 კგ) შეძლოა ბრინჯაოს მედლის აღება.
ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში ჩემპიონები გახდნენ:
45 კგ. ჯაბა ბოლქვაძე (აჭარა);
48 კგ.იური ჩაფიძე (ქუთაისი);
51 კგ. კობა ქარუმიძე (გარდაბანი);
55 კგ. ერეკლე თავბერიძე (ოზურგეთი);
65 კგ. გიორგი ჭიკაიძე (გარდაბანი);
71 კგ. ლუკა ლომაძე (აჭარა);
80 კგ. გიორგი მახარაძე (ლანჩხუთი);
92 კგ. საბა ფურცელაძე (მარტყოფი);
110 კგ. საბა ჩილაშვილი (ხაშური).
წარმომადგენლობითი, მასშტაბური სპორტული ღონისძიება ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებამ ერთობლივად ჩაატარეს.
საქართველოს ჩემპიონებს და პრიზიორებს მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.
აღნიშნულ ჩემპიონატზე საპრიზო ადგილზე გასული მოჭიდავეები , საქართველოს ნაკრებში ჩაირიცხებიან და ევროპისა და მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზებენ.
როგორც შეჯიბრების მთავარმა მსაჯმა ზაზა ჯიბლაძემ (ფილას კატეგორიის არბიტრი) გაზეთ „ალიონთან“ განაცხადა, რომ ოზურგეთში საქართველოს ჩემპიონატი კარგად ჩატარდა, დაკომპლექტდა ნაკრები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას ევროპის ცემპიონატი ალბანეთში, ქ. ტირანაში გაიმართება.ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ნაკრები ორ შეკრებას გაივლის, მონაწილოებას მიიღებს საერთაშორისო ტურნირზე ანტალიაში.
_ ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები, რომლის შემადგენლობაში გურულებიც არიან, ღირსეულად გამოვლენ, როგორც ევროპის, ისე მსოფლიო ჩემპიონატზე _გვითხრა მან.
მსგავსი სტატიები
- 70დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 69საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 6512-15 ივნისს, ალბანეთის ქ.ტირანაში ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში U-17 წლამდელთა ასაკის მოჭიდავეთა შორის, სადაც 55 და 80 კილოგრამ წონით კატეგორიებში საქართველოს ნაკრების ღირსებას ოზურგეთელი ერეკლე თავბერიძე და ლანჩხუთელი გიორგი მახარაძე დაიცავენ. ერეკლე თავბერიძესა და გიორგი მახარაძის გარდა საქართველოს ღირსებას დაიცავენ: 45 კგ - ჯაბა ბოლქვაძე 48 კგ -…
- 65საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა საერთო გუნდურ ჩათვლაში! 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი შოთაძემ (ლანჩხუთი) შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონი გახდა. დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ), ცოტნე ანანიძემ (77 კგ) და ლაშა ტვილდიანმა (97 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.…
- 62ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, 17-წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 13 ივნისს, ქართველმა მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს და 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მოპოვება შეძლეს. ევროპის ჩემპიონები ერეკლე თავბერიძე (55 კგ.) და საბა ჩილაშვილი (110 კგ.) გახდნენ; ვერცხლის მედლებს იური ჩაფიძე (48 კგ.) და გიორგი ჭიკაიძე (65კგ.) დაეუფლნენ. დღეს საქართველოს ნაკრებს…