ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი

დრო დროს მიჰყვება  და თან მიიყოლებს ხოლმე იმავდროულ მოვლენებსა და ადამიანებს , ამ მოვლენებთან დაკავშირებულთ.  დროს დროც მოჰყვება და ამავდროული მოვლენებიც მოჰყვებიან   მოქმედ  პირებთან ერთად.

თუმცა გონებაში ხშირად ცოცხლდებიან დრიოისმიღმიერი ფრაგმენტები, იმჟამინდელისა, თვალით ნანახი, თუ სხვათაგან მონათხრობი  დაშეგიძლია, აქვე,  ფეხდაფეხ გაჰყვე წელთა წიაღში ჩაძირულ ფაქტებს. მოძიებული  მასალებით, მთხრობელისა და შენეული წარმოსახვით შეაფასო და აღწერო კიდეც. თუმცა ისტორიას ვერსად გაექცევი, და სწორედ ამ გზა-ბილიკებმა, საუკუნის წინანდელ, ერთ მაღალმთიან სოფელში მიგვიყვანა.

ეს ყველაფერი,ჩვეულებრივ საუბარს მოჰყვა. – როგორ შეიძლება გახდეს ადამიანი ეპოქის მსხვერპლი ან/და… როგორ შეიძლება თავად ადამიანებმა შეცვალონ გარემო..

მაგრამ, უმძიმეს კითხვას – უკეთესობისკენ? … ვინ გასცეს პასუხი,  იქნებ იმათ, რომელთაც, კარის უხეშმა ხმაურმა სამუდამოდ გადაუკეტა გზა თავისუფალი სამყაროსკენ, ან, თუნდაც სიცოცხლის გზა. ამ მათმა ოჯახის წევრებმა, რომელთაც მთელი ცხოვრება შიშსა და განცდებში გაატარეს. თუ იმათ, რომელთაც სწორედ ცვლილებები ხელეწიფებოდათ და სხვათა ბედის განმკარგველებიც იყვნენ სამწუხაროდ…

დღევანდელი სოფელი სურები – გურია; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დღეს ამ  სოფლის სევდა ბევრი გამოკეტილი სახლია ან უკვე ნაფუძარი, როცა თითზე ჩამოსათვლელნი არიან ბავშვები სკოლაში, ისევე, როგორც ბევრგან;

და  საუკუნის მიღმა, სურები – სოფელი  ოზურგეთის მაზრაში. მაშის სხვა სევდა იყო საშინელი რეჟიმისა, ისევე, როგორც ყველგან. სწორედ იმჟამიერი სურების მგზავრები გახლავართ, სანიკიძეების უბანში.

_  გრიგოლ ფერანის ძე სანიკიძე 1902 წელს დაბადებულა სოფ. ზემოსურებში. 1922 წელს ჩოხატაურის ჰუმანიტარულ გიმნაზიაში სწავლობდა. შემდეგ ოზურგეთის სასწავლებელში.  თავის სოფელში, სკოლის დირექტორად დაუწყია მუშაობა. შეძლებული ოჯახიშვილი იყო და ვიდრე ახალი სკოლა აშენდებოდა,  რამდენიმე ოთახი სკოლისთვის, საკუთარ სახლში დაუთმია.

„მსოფლიო ქალი  ვარო, ამბობდა ბებია (გრიგოლ სანიკიძის მეუღლე)“.ბებიის, როზა კეკელიძე სანიკიძისა  და ბაბუის, გრიგოლ სანიკიძის ცხოვრების  უმძიმესიფაქტები გაიხსენა ქეთევან სანიკიძემ,  საუკუნისწინანდელი ფოტომასალა და ღია წერილებიც მოგვაწოდა.უფრო მეტი დეტალისთვის, ოჯახის უხუცეს წევრს ნუნუ სანიკიძეს (ქეთევანის მამიდა) ვესაუბრეთ.

ქალბატონი ნუნუ 86 წლისაა (იმედია არ გვიწყენს წელთა გამხელას). პროფესიით ეკონომისტი. ენერგიულობით, საოცარი მეხსიერებით, ფაქტების დეტალური აღწერით,  გაოცებას  იწვევს თმებდათოვლილი ქალი, რომელმაც თავის ოჯახთან ერთად, გაუძლო გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლილ  ქარტეხილებს.ბევრმატკივილმაგადაუარა თავს.

-„სანიკიძეები აზნაურები ვიყავით. მამას მაშინ, ღვთის კაცად მოიხსენიებდნენ, საოცარი ავტორიტეტი ჰქონდა სოფელში.  სრულიად ახალგაზრდა გადაასახლეს. გზის მშენებლობის გახსნაზე, სოფელს ფილიპე მახარაძე სტუმრობდა. მამა, რამდენიმე თანასოფლელთან ერთად, საზეიმო ღონისძიებას არ დაესწრო, რადგან იცოდა ილიას მკვლელობასთან ფილიპე მახარაძის ფარული კავშირის შესახებ.“

მეტი მიზეზი არც იქნებოდა საჭირო, რომ ახალგაზრდა კაცი, იმჟამინდელი „საზოგადოების“, ე.წ.  – ხალხის მტრად შეერაცხათ. და პირველი გადასახლება 1927 წელს  კურსკის ოლქში.  სწორედ იმჟამინდელი ღია ბარათები აქვს შენახული ოჯახს.

„ძვირფასო მშობლებო! გისურვებთ ხანიერ სიცოცხლეს დაჯანმრთელობას. მე კარგად ვარ, სრულიად ჯანმრთელად. გულნარასგან მივიღე წერილი კანსკის მისამართით გამოგზავნილი. ბინაზე კარგად მოვეწყვე. თოვლი მოვიდა ცოტა 20 ამ თვის. დიდი სიცივეები ჯერ არ არის. როგორც ამბობენ, შედარებით, ამ წელს ზაფხული გრძელი იყო. წერილი მომწერეთ, მე ხშირად ვიწერები. თქვენი შვილი გრიგოლი. 26/X-28 წელი; “

„ძვირფასო დედ-მამავ!გისურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლეს, მივიღე ამანათი და ფული გულნარასგან (გრიგოლის და). მე ჯანმრთელად ვარ, თოვლი ჯერ პატარაა, საერთოდ, ატმოსფეროს ნალექი აქ ცოტა მოდის, მთელი წლის განმავლობაში, წვიმა სამი თუ ოთხი დღე მახსოვს.ყინვებს წელს შეჩვეული ვარ. არავითარი ცუდი გავლენა არ აქვს. წერილი მოიწერეთ, მისამართი იცით. მე კარგად ვარ და ნუ იდარდებთ. თქვენი შვილი გრიგოლი.  27/XII 28 წელი.“

დრო-ჟამისგან გაყვითლებულ, გაცვეთილ ღია ბარათებში, აქა იქ,  ამოკითხული ფრაგმენტები თხრობის ლამაზი სტილით გამოირჩევა  და ასახავს ოჯახზე დარდსა და ავტორის შინაგან ძლიერებას.

1933 წელს, გადასახლებიდან  დაბრუნებული, როზა კეკელიძეზე დაქორწინებულა. მხოლოდ 3 წელს გაგრძელებულა მათი ოჯახური თანაცხოვრება.

„ მამა მთაში (შუაგორაზე) იყო წასული, ცოტას დავისვენებო, უფროს შვილთან, აკაკისთან ერთად, იქ ააკითხეს და იქედანვე წაიყვანეს. ბებია ამინადარ გოგიბერიძე (მოსე გოგიბერიძის ბიძაშვილი) სთხოვდა თურმე რაზმის ხელმძღვანელს, სახლში შეეტარებინათ მამაჩემი და შვილი ენახა, მაგრამ არ დაანებეს. პირდაპირ წაიყვანეს.მაშინ  1937 წლის 7 აგვისტო იყო.ბებია ბერიასაც შეხვდა, მაგრამ სამართალი ვერსად იპოვა. ბაბუა მალევე გარდაიცვალა. “;

დარჩა დედა ორი მცირეწლოვანი შვილით, მალე მესამეც შეეძინა. და კვლავ ახალი განსაცდელი.

განათლების განყოფილებაში მოვიდა ცნობა – საარქივო პირი, ბრძანება N1803. განათლების სახალხო კომისარიატისადმი. 1937 წლის 29 აგვისტო.  – მოიხსნას სამუშაოდან ა/წლის 1-სექტემბრიდან კეკელიძე როზა ანდროს ასული ზემოსურების ა/ს საშუალო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი, როგორც საბჭოთა სკოლისათვის შეუფერებელი. საფუძველი: ფონდი N65პ/შ, საქმე N1 ფ70-71; (სტილი დაცულია);

სამსახურში აღსადგენად, ქალბატონ როზას პირობა წაუყენეს, უარი ეთქვა მეუღლეზე და დაეგმო მისი ქმედებები. მაგრამ მან ეს, რათქმა უნდა , არ გააკეთა. მხოლოდ ამითი არ დამთავრებულა დევნა. დაიჭირეს და გადაასახლეს როზას ძმა, პოლიკარპე კეკელიძე, მაიაკოვსკის(ამჟამინდელი ბაღდათი) განათლების განყოფილების უფროსი, ბრალდებით –  „სკოლის მავნებლურად აშენება“.  ნოდარ დუმბაძის მამასთანაც მისულან დახმარებისთვის, რაიკომის მდივანი იყო. მაგრამ ისიც მალევე გადაასახლეს.

_ დედამ არაერთხელ მიმართა ხელმძღვანელობას სამსახურში აღდგენის თაობაზე. განათლების განყოფილებაში,  შემთხვევით შეხვედრია მამას მეგობარი დიმიტრი დუდუჩავა. ისინი ოზურგეთის სასწავლებელში სწავლობდნენ თურმე ერთად.დიმიტრი განათლების მინისტრის მოადგილე იყო. დაპირებია დახმარებას.  დახმარებია კიდეც  და დედა სამსახურშიაღუდგენიათ. “

დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის. უამრავი შიში და განსაცდელი გამოიარა, სამივე შვილს მიაღებინა უმაღლესი განათლება, ისე, რომ „თვალი არ მოუხუჭავს წუთისოფლისთვის“,  ქმრის სახელსაც სათუთად  იხსენიებდა, იცოდა მისი  ფასი და…  რად არის გასაკვირი, მსოფლიო ქალი ვარო, რომ ამბობდა, იცოდა თავის ფასიც.

იხსენებს ქალბატონი ნუნუ, დედის ნაამბობს, როგორ ხვდებოდა თურმე  მამა ჯერ კიდევ 20 -იან წლებში ნოე რამიშვილს, შემდეგ ისიდორე რამიშვილს. პირველი შვილი მე უნდა მოგინათლოო, უთქვამს ისიდორეს, მაგრამ , ამ სურვილს იმთავითვე არ ეწერა აღსრულება.  ისიდორეც 1937 წელს დახვრიტეს. იხსენებს, როგორ გადაასახლეს მათი ერთ-ერთი მეზობელი, რომელსაც გრიგოლი დადებითად მოუხსენიებია. ჩვენი პატარა სოფლიდან 55 კაცი გადაასახლეს, უმეტესობა აზნაურები იყვნენ. გაზეთ „ლენინის დროშის“ რედაქტორთან, აფთონ გურგენიძესთან ვახლობლობდით“.„

„1952 წელს საიდუმლო წერილი მოსულა ჩვენი ოჯახის გადასახლების თაობაზე. პროკურორად მუშაობდა ჩვენი მამიდაშვილი, გენო ბერიძე, მას წერილის შესახებ არაფერი უთქვამს დედისთვის, მაგრამ შეუთავაზებია,  წაბლის დიდი სამზადი გაეყოდა, რა იცი რა მოხდება , ფული რომ დაგჭირდეთო. დედას რა თქმა უნდა გაუყიდია.  მაშინ გადავრჩით გადასახლებას… ჩემი სტუდენტობის პერიოდში, 1956 წელს, როცა რეაბილიტირებული გახდა მამა, ჩვენს ახლობელს ვთხოვე,  გამეგო მამას გადასახლების მიზეზები. რა თქმა უნდა არ დამეთანხმა. ვისგანაც ინფორმაციები შედიოდა მთავრობაში, ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, ამიტომ უკეთესია არ იცნობდე ამ ჩანაწერებსო. “

ოზურგეთს გადმოესახლა ოჯახი, სამივე შვილმა, აკაკიმ, ნუნუმ, ზორბეგიმ  აქვე დაიდო ბინა. ძირითადად, აქვე ცხოვრობენ მათი შთამომავალნი. წლები აშორებთ საამაყო წინაპრის ნაკვალევს, რომელიც ვერ გადაშალა დროის მდინარებამ.

წიგნები აქვს შემოწყობილი ჩვენს მთხრობელს საწოლთან. უყვარს პოეზია, მუხრანი, მურმანი, შოთა ნიშნიანიძე.  ხშირად ვკითხულობ,  ვეფხისტყაოსანი გადავიკითხეო ახლა, ისე, სხვათა შორის გვითხრა…

გასული საუკუნის წიაღიდან კი გადმოვიდა  ახალგაზრდა კაცის ცხოვრების  დახურული წიგნი, რომლის ფურცლებმა  35 წელი ჩაიწერა მხოლოდ და… დარჩა შეუვსებელი  თეთრი ფურცლები,ისევე როგორც, იმჟამინდელი ყოფისგან შეწირული ბევრი ჩვენი თანამემამულისა, ფურცლები,ეროვნული თვითმყოფადობის ფასდამდებელი.

 

მსგავსი სტატიები

  • 84
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 83
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 82
    რას ამბობენ აქციის მონაწილეები და სპეციალისტები ფერადი ლითონების საწარმოს მშენებლობის შესახებ„ორქისის“ კვლევით საქართველოს მცირე მდინარეებს შორის მდინარე ბჟუჟი ტყვიით ყველაზე უფრო დაბინძურებული მდინარეა, რაც ოზურგეთში კომპანია „მანსაროვარის“ და „ჯეოგადამამუშავებელის საქმიანობას უკავშირდება. ექიმმა, ოზურგეთის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით მდინარაძემ რედაქციას მოაწოდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ბავშვებში ტყვიის შემცველობის მხრივ აჭარა-გურია ლიდერობს. ორგანიზმში ტყვიის ზედმეტი შემცველობა პირველ რიგში ბავშვებში ინტელექტუალურ განვითარებაზე მოქმედებს.…
  • 82
    ბიჭებო სად ხართ,... ანუ, როცა შაშვები ღამით იწყებენ გალობას?ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ორიგინალურად გადაწყვეტილი ჩვენება. ოზურგეთის თეატრის სცენაზე, მაყურებელი და მსახიობები ერთად. ერთნი - რეზერვისტები, მთავარი მოქმედნი პირნი და მეორენი,  მაყურებელი, ასევე მოქმედნი პირნი, ოღონდ მეორე რიგის რეზერვისტები. სტატიის თემიდან, ასეთი გადახვევის იდეა, სწორედ სპექტაკლის თემამ გამოიწვია. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციის,ნილ…
  • 81
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…