მსოფლიო საჭადრაკო პირველობაზე (სწრაფი ჭადრაკი-რაპიდი) წარმატებით იასპარეზა ოზურგეთელმა ლაზარე ჩხარტიშვილმა, რომელმაც პლანეტის უძლიერეს 70 თანატოლ მოჭადრაკეთა შორის, 11 შესაძლებლობიდან დაგროვილი 7 ქულით, მეათე ადგილი(!) გაიყო. მან უკან მოიტოვა, მასზე ბევრად მაღალი რეიტინგის მქონე, ოცზე მეტი მოჭადრაკე და საკუთარი რეიტინგიც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. ესოდენ დიდ ფორუმში ლაზარემ პირველად მიიღო მონაწილეობა და ბუნებრივად მოექცა თანმსდევი ემოციების და დაძაბულობების ქვეშ. არასასურველი სტარტის შემდეგ (7 დან 3 ქულა), მან შეძლო თავისი თამაშის მონახვა და ფინიშზე ზედიზედ 4 პარტია მოიგო, რითაც მსოფლიო ჩემპიონატიც წარმატებული შედეგით დაამთავრა. ლაზარეს წინ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფორუმი ელის.
ჭადრაკის მოყვარულებმა იციან , რომ 4-15 სექტემბერს რუმინეთში ტარდება ევროპის ჩემპიონატი კლასიკურ ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობის უფლება, შესაბამისი დაფიფინანსებით აქვს მოპოვებული ლაზარეს. მანამდე, შესაბამის მზადებასთან ერთად, ლაზარე 1-2 მნიშვნელოვან ტურნირში აპირებს მონაწილეობის მიღებას .
წარმატებები ვუსურვოთ მას!
მსგავსი სტატიები
- 54
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 52
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 43
"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 42
ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 40
ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…