გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში  კომპანია „ენერგი“-ს წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის თემა „ბჟუჟჰესს“ ქვემოთ 2 მეგავატამდე სიმძლავრის „გომი ჰესის“ მშენებლობა იყო. აღნიშნულს არაერთგვანოვნად შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა.

სოფელ გომში, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოსთან“ ერთად ვიმყოფებოდით.ჩვენი პირველი გაკვირვება იმან გამოიწვია, რომ არ ვფლობდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ბჟუჟჰესს“ ზემოთ  ე.წ. „ჟესტერის წყაროს“ მიდამოებიდან ტყეში გზა უკვე შეჰყავთ და როგორც გვითხრეს  10 კილომეტრი გზა უნდა გაიყვანონ, რომ  მდინარე ბჟუჟსა და მის შენაკადზე ხინოს მხარეს ორი 1,8 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური  აშენდეს. თუ ვინ აშენებს ამ ჰესს, ამის შესახებ ინფორმაცია აქაურებს არ აქვთ (?!)

რაც შეეხება მესამე ჰესის მშენებლობის მსურველს, მოსახლეობასთან შეხვედრაზე შპს „ენერგის“ დამფუძნებელმა ნიკა  ჩაჩხიანმა განაცხადა, რომ სოფელ გომის ტერიტორიაზე მათ კვლევები ჩაატარეს. საპროექტი სამუშაოები არ დაუწყიათ, რადგან ჯერ-ჯერობით მოსახლეობასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მისი თქმით წყალი 950 მეტრი მილით სადაწნეო მილს გაივლის, რისთვისაც ისინი წყლის რესურსის 15 პროცენტს გამოიყენებენ წყალუხვობისას, ხოლო წყლის ნაკლებობისას 30 პროცენტს. დაიცავენ სტანდარტებს, ექნებათ სპეციალური თევზსავალი და ა.შ.

კითხვაზე, რა სარგებელი სოფელს? ნიკა ჩაჩხიანმა უპასუხა, რომ 20 000 ლარი ყოველწლიურად ადგილობრივი თემის  ბიუჯეტში (?!) ჩაირიცხება, ხოლო 100 ათასი ლარი მშენებლობის პერიოდში სოციალური პროგრამებისთვის გამოიყოფა, ტურისტების მისაღებად მოაწყობენ ე.წ. „ვაშლების“ ტერიტორიას. მშენებლობის პროცესში ადგილობრივები დასაქმდებიან, ხოლო შემდგომ გადაამზადებენ კადრებს ჰესზე სამუშაოდ _განაცხადა მან.

_ისე დაეხმარებით სოფელს, როგორც ბეჟუაშვილი აკეთებს  _ირონიით უთხრა ჩაჩხიანს ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მიუხედავად სოფლის თავკაცების თხოვნისა, მოესმინათ ჩაჩხიანისთვის, შეხვედრა დაპირისპირებაში გადაიზარდა.

_არ გვინდა ხეობაში ახალი ჰესი, ერთადერთი სუფთა გარემო შემოგვრჩა და ისიც უნდა გაგვინადგუროთ. მდინარე კალუას ხეობაში წყალი ფაქტიურად აღარ არის. ყველა ბეჟუაშვილმა გადაქაჩა მილით. ახლა თქვენ წაიღებთ 30 პროცენტს… ეს ტურისტული ზონაა , სპორტსმენებიც მოდიან და და კაიაკინგში საერთაშორისო ტურნირებიც  იმართება _ამბობდა ერთ ჯგუფი.

_კაია ძმაო, ორ ჰესს რომ აშენებენ და დასაქმდით, მესამეც რატომ არ უნდა აშენდეს _პასუხობდა მეორე ჯგუფი.

_ თუ როგორ მოხვედით ჩვენთან, ამაზე ეს შეხვედრა მეტყველებს. დააპირისპირეთ სოფელი ერთმანეთს _მიმართა ჩაჩხიანს ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

„ენერგის“ გომელებისაგან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გარკვეული პასუხი არ მიუღია..

 

მსგავსი სტატიები

  • 66
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 64
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 64
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 60
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 59
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…