შოვში, სტიქიის ზონაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენმა სამუშაოები დილამდე შეაჩერა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. მიზეზი ცუდი ხილვადობაა.

ამასთან, ცოცხალი ძალის მიერ სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

შოვში, მეწყერი დღეს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

მსგავსი სტატიები

  • 52
    შსს - სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილიშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა სამი ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება. „სტიქიის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი,…
  • 33
    შსს - ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი და 2 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა. „სტიქიის ადგილზე მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები. ამ ეტაპზე, მაშველების…
  • 30
    სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 24 ცხედარი, საძიებო სამუშაოები 9 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე, მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით. დილიდან სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებიან, როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გაფართოვდა ძებნის არეალი. სამძებრო სამუშაოებში ჩართული სამაშველო ნავების მეშვეობით, მდინარის და მისი მიმდებარე ტერიტორიების აქტიური მონიტორინგი ხორციელდება. სამუშაოებში ასევე, ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები,…