ბრაზილიის ამაზონასის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მასში მყოფი 14-ვე ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი შტატის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე მტკიცებით, დაღუპულთა შორის 12 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრია.
შემთხვევა ბარსელოსის პროვინციაში, შტატის დედაქალაქ მანაუსიდან 400 კილომეტრში მოხდა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. ამაზონასის შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი დაშვების დროს დაშვებული შეცდომა იყო.
ამაზონის სახელმწიფოს უსაფრთხოების მდივანმა, ვინისიუს ალმეიდას განცხადებით კი მცირე პროპელური თვითმფრინავი, თავისი მოგზაურობის დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც დაბალი ხილვადობისა და წვიმის დროს ამაზონის შტატის დედაქალაქსა და ბარსელოსს შორის შორეულ ჯუნგლებში ჩამოვარდა.
ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ბრაზილიური თვითმფრინავების მწარმოებელი Embraer-ის მიერ იყო დამზადებული. მათივე ცნობით, თვითმფრინავის მფლობელის, მანაუს აეროტაქსის თქმით, თვითმფრინავი და მისი ეკიპაჟი ფრენისას ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებდა.
ბერსელოსის მერის, ედსონ დე პაულას თქმით, თვითმფრინავი ადგილობრივად მომუშავე ბიზნესმენის მიერ იყო დაქირავებული.
როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, დაღუპულები იდენტიფიცირებისათვის მანაუსში არიან გადასვენებული.
მსგავსი სტატიები
- 53ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
- 51ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 49დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 48ლიეტუვაში, ვილნიუსის აეროპორტის მახლობლად სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. თვითმფრინავი, რომელსაც DHL-ისთვის ესპანეთის სატვირთო ავიაკომპანია Swiftair-ი ახორციელებდა, საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩამოვარდა, როდესაც დასაშვებად ემზადებოდა. პოლიციამ განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლში მყოფი 12-ვე ადამიანის…
- 46სამგზავრო თვითმფრინავი Embraer E190, რომელიც ასრულებდა რეისს ბაქოდან გროზნოში, ჩამოვარდა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში. თვითმფრინავში იყო 67 მგზავრი და ხუთი ეკიპაჟის წევრი. 28 ადამიანი გადარჩა, აქედან ერთი ბავშვია. tengrineus-ის ინფორმაციით ეკიპაჟმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადმოსცა უბედური შემთხვევის სიგნალი. თვითმფრინავი Embraer E190, აზერბაიჯანის ავიახაზებს ეკუთვნის. მგზავრებს შორის 37 აზერბაიჯანელია, 16 რუსეთის მოქალაქე, 6…