აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა, ილ­ჰამ ალი­ევ­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა გა­ნი­ხი­ლეს.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალი­ევ­მა ბლინ­კენ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო-დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის ნაღ­მავ­დნენ, რის შე­დე­გა­დაც და­ი­ღუპ­ნენ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ასე­ვე ისი­ნი სხვა­დას­ხვა ია­რა­ღი­დან ცე­ცხლს უხ­სნიდ­ნენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის ნა­წი­ლებს.

ამას­თან, მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ილ­ჰამ ალი­ევ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ქმე­დე­ბე­ბი, მათ შო­რის ე.წ. „საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის“ ჩა­ტა­რე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში არის სომ­ხე­თის და მის მიერ შექ­მნი­ლი და მხარ­

და­ჭე­რი­ლი ე.წ. სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი სტრუქ­ტუ­რის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის წი­ნა­აღ­მდეგ და მსგავ­სი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის აღ­საკ­ვე­თად, აზერ­ბა­ი­ჯანს რე­გი­ონ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­წყე­ბა მო­უ­წია.

  • ალი­ე­ვის მტკი­ცე­ბით, ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დროს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი არ იბომ­ბე­ბა და მხო­ლოდ ლე­გი­ტი­მუ­რი სამ­ხედ­რო სა­მიზ­ნე­ე­ბის მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ამას­თან, ილ­ჰამ ალი­ევ­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენს გა­ნუ­ცხა­და, რომ რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ რამ­დენ­ჯერ­მე მი­იწ­ვია დი­ა­ლოგ­ზე ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მაგ­რამ მათ ამა­ზე უარი თქვეს, თუმ­ცა

ად­გი­ლობ­რი­ვი ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დროს ისი­ნი კი­დევ ერთხელ მი­იწ­ვი­ეს დი­ა­ლოგ­ზე.

  • აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ილ­ჰამ ალი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თუ სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბე­ბი ია­რაღს დაყ­რი­ან და ჩა­ბარ­დე­ბი­ან, ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შე­ჩერ­დე­ბა.

თა­ვის მხრივ, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, მხა­რე­ებს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მხარს უჭერს პირ­და­პირ დი­ა­ლოგს ბა­ქო­სა და ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი სომ­ხე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის.

წყარო: ამბები.ge

მსგავსი სტატიები

  • 84
    პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2022სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილია II-ის ეპის­ტო­ლე: 00:04 / 07-01-2022 სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილია II-ის ეპის­ტო­ლე: "აჰა, ქალ­წუ­ლი მუც­ლად იღებს, და შობს ძეს, და უწო­დე­ბენ მას სა­ხე­ლად ემ­მა­ნუ­ელს, რაც თარ­გმა­ნით ნიშ­ნავს: ჩვენ­თან არს ღმერ­თი“ (მთ.1,23; ეს.7,14) დგე­ბა…
  • 70
    ბოლო ცნობები ინდოეთიდან, სადაც ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩანგრევას 141-მდე ადამიანი ემსხვერპლა - დაკავებულია 9 ადამიანიინ­დო­ეთ­ში, გუ­ჯა­რა­თის შტატ­ში ხი­დის ჩა­მონ­გრე­ვის საქ­მე­ზე 9 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია "ორე­ვას­თან" - ინ­დო­ე­თის ერთ-ერთ მთა­ვარ ბრენ­დულ კერ­ძო კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც ქა­ლაქ მორ­ბის 230-მეტ­რი­ა­ნი ხი­დის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. შტა­ტის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის აშოკ კუ­მარ ია­და­ვის თქმით, და­კა­ვე­ბულ­თა შო­რი­საა კომ­პა­ნი­ის ორი მე­ნე­ჯე­რი…
  • 67
    დღეს სავსემთვარეობაა: რას გვიმზადებს სამყარო და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად?გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ვე­ლი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა დღეს, 7 მარტს, 16:42-ზე გვე­ლო­დე­ბა. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე პლუს/მი­ნუს 2 დღე ემო­ცი­უ­რო­ბა მო­ჭარ­ბე­ბუ­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. რო­გორც წესი, ამ პე­რი­ოდ­ში ხშირ­დე­ბა ავა­რი­ე­ბი; ნერ­ვი­უ­ლო­ბი­სა და ემო­ცი­უ­რო­ბის გამო ადა­მი­ა­ნებს ექ­მნე­ბათ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი. მო­საფრ­თხი­ლე­ბე­ლია გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი სის­ტე­მა და თუ მა­ღა­ლი წნე­ვის მა­ტა­რე­ბე­ლი ხართ, გა­ა­კონ­ტრო­ლეთ. 7 მარტს არ გირ­ჩევთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის გა­მარ­თვას.…
  • 67
    „იომ ქიფურის ომიდან 50 წლისთავზე ხდება ისრაელზე თავდასხმა, ამჯერად მოუმზადებლები დახვდნენ იერიშს... ეს ყველაფერი დიდი დაპირისპირების წინაპირობაა" - მსოფლიო ახალი ომის საფრთხის წინაშე?  დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას ღა­ზას სექ­ტო­რი­დან ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით "ჰა­მა­სმა“ რა­კე­ტე­ბი გა­უშ­ვა და გა­ნა­ცხა­და, რომ ახა­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით "ალ-აქ­სას ქა­რიშ­ხა­ლი" და­ი­წყეს. ის­რა­ელ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და, მათ შო­რის თელ-ავივ­ში, ბენ გუ­რი­ო­ნის აე­რო­პორ­ტი და­კე­ტი­ლია, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის სი­რე­ნე­ბი ის­მის ის­რა­ე­ლის თით­ქმის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ქვეყ­ნის აე­რო­პორ­ტებ­ში პა­ნი­კაა. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ ჰა­მა­სმა ომი გა­მო­უ­ცხა­და…
  • 67
    „აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა... მათ, ვინც სამუშაოდ არიან ჩამოსულები, ურჩევნიათ, გაემგზავრონ" - რას აცხადებს ისრაელში საქართველოს ელჩისა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლი­დან ბოლო 15 დღის მან­ძილ­ზე 15 000-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჩა­მო­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა, ლაშა ჟვა­ნი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­და­პირ რე­ი­სებს ის­რა­ე­ლის სამი კომ­პა­ნია ას­რუ­ლებს. „დღე­ი­დან „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი“ აღარ ახორ­ცი­ე­ლებს პირ­და­პირ რე­ი­სებს, თუმ­ცა და­ა­მა­ტა რე­ი­სე­ბი ლარ­ნა­კი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ყო­ველ­დღი­უ­რად არის ლარ­ნა­კი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ი­სე­ბი…