"იომ ქიფურის ომიდან 50 წლისთავზე ხდება ისრაელზე თავდასხმა, ამჯერად მოუმზადებლები დახვდნენ იერიშს... ეს ყველაფერი დიდი დაპირისპირების წინაპირობაა" - მსოფლიო ახალი ომის საფრთხის წინაშე?

დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას ღა­ზას სექ­ტო­რი­დან ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით “ჰა­მა­სმა“ რა­კე­ტე­ბი გა­უშ­ვა და გა­ნა­ცხა­და, რომ ახა­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით “ალ-აქ­სას ქა­რიშ­ხა­ლი” და­ი­წყეს.

ის­რა­ელ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და, მათ შო­რის თელ-ავივ­ში, ბენ გუ­რი­ო­ნის აე­რო­პორ­ტი და­კე­ტი­ლია, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის სი­რე­ნე­ბი ის­მის ის­რა­ე­ლის თით­ქმის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ქვეყ­ნის აე­რო­პორ­ტებ­ში პა­ნი­კაა. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ ჰა­მა­სმა ომი გა­მო­უ­ცხა­და ქვე­ყა­ნას. ამის სა­პა­სუ­ხოდ, ჰა­მა­სის სარ­დლო­ბამ ის­რა­ე­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ეს­კა­ლა­ცი­ა­სა და „ალ-აქ­სას მე­ჩე­თის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში.“

`ის­რა­ე­ლი ამ ომში გა­ი­მარ­ჯვებს“_  ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი იოავ გა­ლან­ტი აცხადბს, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აქ­ვეყ­ნებს. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა იოავ გა­ლან­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ ის­რა­ელ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმით და ღა­ზას სექ­ტო­რის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე ქა­ლა­ქებ­ში შეჭ­რით „მძი­მე შეც­დო­მა“ და­უშ­ვა.

გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე, GIPA-ს პრო­ფე­სო­რი ის­რა­ელ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე:

“გამ­თე­ნი­ას ღა­ზას სექ­ტორ­ში ბა­ზი­რე­ბულ­მა ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია “ჰა­მა­სის” წევ­რებ­მა ის­რა­ე­ლის ქა­ლა­ქებ­ზე რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბი­ა­ნი, სინ­ქრო­ნი­ზე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა და­ი­წყეს. რა­კე­ტე­ბი იქნა გაშ­ვე­ბუ­ლი რო­გორც იე­რუ­სა­ლი­მის, ისე აშ­დო­დის და სხვა დიდი, თუ პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მუ­შა­ობს ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბი. ჰა­მა­სის სამ­ხედ­რო­ებ­მა ზღვი­და­ნაც კი სცა­დეს ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეღ­წე­ვა. მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა და­სახ­ლე­ბა სდე­რო­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ქა­ლაქ­ში ჰა­მა­სის სამ­ხედ­რო­ე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნა­სა და სამ­ხედ­რო-პო­ლი­ცი­უ­რი ტექ­ნი­კის გა­ნად­გუ­რე­ბას. რო­გორც ჩანს, პა­ტარ-პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბით „ჰა­მა­სის“ დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი ქა­ლა­ქებ­ში შეღ­წე­ვა­სა და გა­ფან­ტვას ცდი­ლო­ბენ.

“ქუჩებში ტერორისტები დადიან და მოსახლეობას ესვრიან… დაღუპულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია” – ისრაელში მცხოვრები ქართველი იქ არსებულ ვითარებაზე

12:22 / 07-10-2023

ისრაელმა “ჰამასის” წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყო: “ჩვენ ამ ომს მოვიგებთ”

აშ­კა­რაა, რომ ღა­ზას სექ­ტო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი, ამ­ჯე­რად დიდ­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია და­ი­წყე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ის­რა­ელს ახ­სოვს წლო­ბით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ინ­ტი­ფა­და, რა დრო­საც ებ­რა­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა პე­რი­ო­დუ­ლი თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი იყო. ახლა შე­საძ­ლოა სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რის და­სა­წყისს ვა­დევ­ნებ­დეთ თვალს. ამას­თან, არც ის უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ის­რა­ელს მის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მე­მარ­ჯვე­ნე და რე­ლი­გი­უ­რი მთავ­რო­ბა ჰყავს. ეს კი მათი მხრი­დან საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სად­მი მზა­ო­ბას ზრდის. ჯერ არ არის ცნო­ბი­ლი, რა სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით, იე­რუ­სა­ლი­მის ირ­გვლივ, იქ მყო­ფი პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი შე­უ­ერ­თდე­ბი­ან თუ არა ჰა­მასს თავ­დას­ხმებ­ში, არ არის ცნო­ბი­ლი. ღა­ზას სექ­ტო­რის მო­მიჯ­ნა­ვედ 21 წერ­ტი­ლი­დან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად უტევს ჰა­მა­სი ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ას. ტე­რო­რის­ტულ­მა ძა­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს და რამ­დე­ნი­მე ებ­რა­უ­ლი სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და­ი­კა­ვეს.

ვა­რა­უ­დო­ბენ რომ არი­ან გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბი და ტყვე­ე­ბი. ქა­ლა­ქე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რი და­ბომბვის ქვე­შაა. არის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დაჭ­რი­ლი და და­შა­ვე­ბუ­ლი. ღა­ზას სექ­ტო­რის მო­სა­ზღვრე ქა­ლა­ქებ­ში ჰა­მა­სის წევ­რე­ბი თავს ეს­ხმი­ან რო­გორც სამ­ხედ­რო, ისე სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მიზ­ნე­ებს. ის­რა­ე­ლი 13:00 სა­ათ­ზე სამ­თავ­რო­ბო-სამ­ხედ­რო საბ­ჭოს შეკ­რე­ბას გეგ­მავს. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი გა­მო­ცხად­დეს მო­ბი­ლი­ზა­ცია. უკვე გაჩ­ნდა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ ასე­თი მას­შტა­ბუ­რი იე­რი­შის და, რაც მთა­ვა­რია, კო­ორ­დი­ნი­რე­ბის უკან შე­იძ­ლე­ბა ირა­ნი იდ­გეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ იომ ქი­ფუ­რის ომი­დან ზუს­ტად 50 წლის­თავ­ზე ხდე­ბა ის­რა­ელ­ზე დღე­ვან­დე­ლი თავ­დას­ხმა. მა­ში­ნაც, 1973 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ის­რა­ელს რამ­დე­ნი­მე მხრი­დან და­ესხნენ თავს. რად­გან იომ ქი­ფუ­რის დღე­სას­წა­ულ­ზე ხალ­ხი სახ­ლში იყო და წინა ომე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თავ­და­ჯე­რე­ბაც მა­ღა­ლი გახ­ლდათ, ის­რა­ე­ლი მო­უმ­ზა­დებ­ლად დახ­ვდა ამ იე­რიშს. ახ­ლაც ეს სი­ტუ­ა­ცი­აა, ჯერ­ჯე­რო­ბით. ის­რა­ე­ლი­სათ­ვის ნა­თე­ლია, რომ პირ­ვე­ლი ომი, რო­მელ­საც ის­რა­ე­ლი წა­ა­გებს იქ­ნე­ბა ბოლო ომი, რო­მელ­საც ის­რა­ე­ლი იო­მებს, რად­გან მის წი­ნა­შე ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის სა­კი­თხი იდგა და დგას. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მალე ის­რა­ე­ლი კონ­ტრღო­ნის­ძი­ე­ბებს გა­ა­ტა­რებს. მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ინი­ცი­ა­ტი­ვა კვლავ ჰა­მა­სის ხელ­შია. ებ­რა­უ­ლი სა­გუ­შა­გო­ე­ბის ნა­წი­ლი აღე­ბუ­ლი და აფეთ­ქე­ბუ­ლია. პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი ოვა­ცი­ე­ბით ხვდე­ბი­ან “ჰა­მა­სის” წევ­რებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდი და­პი­რის­პი­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა“, _  ამ­ბობს გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე.

წყარო: ambebi.ge

მსგავსი სტატიები

  • 78
    „აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა... მათ, ვინც სამუშაოდ არიან ჩამოსულები, ურჩევნიათ, გაემგზავრონ" - რას აცხადებს ისრაელში საქართველოს ელჩისა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლი­დან ბოლო 15 დღის მან­ძილ­ზე 15 000-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჩა­მო­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა, ლაშა ჟვა­ნი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­და­პირ რე­ი­სებს ის­რა­ე­ლის სამი კომ­პა­ნია ას­რუ­ლებს. „დღე­ი­დან „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი“ აღარ ახორ­ცი­ე­ლებს პირ­და­პირ რე­ი­სებს, თუმ­ცა და­ა­მა­ტა რე­ი­სე­ბი ლარ­ნა­კი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ყო­ველ­დღი­უ­რად არის ლარ­ნა­კი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ი­სე­ბი…
  • 73
    „ჰამასმა" თელ-ავივზე სარაკეტო იერიში მიიტანარამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ, „ჰა­მა­სმა“ თელ-ავივ­ზე სა­რა­კე­ტო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა. ცენ­ტრა­ლურ ის­რა­ელ­ში სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის სი­რე­ნე­ბი ამოქ­მედ­და. ის­რა­ე­ლის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­ღუ­პუ­ლა. თუმ­ცა, თავ­შე­საფ­რე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მსუ­ბუ­ქად და­შავ­და. აღნიშნულ ინფორმაციას BBC NEWS დაყრდნობით AMBEBI.GE ავრცელებს.
  • 72
    ბოლო ცნობები ინდოეთიდან, სადაც ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩანგრევას 141-მდე ადამიანი ემსხვერპლა - დაკავებულია 9 ადამიანიინ­დო­ეთ­ში, გუ­ჯა­რა­თის შტატ­ში ხი­დის ჩა­მონ­გრე­ვის საქ­მე­ზე 9 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია "ორე­ვას­თან" - ინ­დო­ე­თის ერთ-ერთ მთა­ვარ ბრენ­დულ კერ­ძო კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც ქა­ლაქ მორ­ბის 230-მეტ­რი­ა­ნი ხი­დის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. შტა­ტის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის აშოკ კუ­მარ ია­და­ვის თქმით, და­კა­ვე­ბულ­თა შო­რი­საა კომ­პა­ნი­ის ორი მე­ნე­ჯე­რი…
  • 69
    მექსიკაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე კი ნანგრევებშია მოყოლილიმექ­სი­კა­ში, ტა­მა­უ­ლი­პა­სის შტატ­ში ეკ­ლე­სი­ის სა­ხუ­რა­ვის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად შვი­დი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, რამ­დე­ნი­მე კი და­შავ­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ავ­რცე­ლებს. ტამაულიპასის შტატის პოლიციის ცნობით, მესას ეკლესიაში ასამდე ადამიანი ესწრებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეკლესიაში ხალხი ნათლობაზე იმყოფებოდა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 30-მდე ადა­მი­ა­ნი ნან­გრე­ვებ­შია მო­ყო­ლი­ლი და მათ ამო­საყ­ვა­ნად სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნან­გრე­ვებ­ში…
  • 69
    „ამ ბავშვებმა მუსიკალურ ფესტივალზე გაიმარჯვეს... ჩვენთან ერთად მოდიან საქართველოში" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ისრაელში მყოფი ანსამბლი „გორდელა“ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერ­თი მო­ქა­ლაქ იმ­ყო­ფე­ბა, მათ შო­რის მუ­სი­კა­ლუ­რი ან­სამ­ბლე­ბი. ის­რა­ელ­ში არი­ან ან­სამ­ბლ „გორ­დე­ლას“  წევ­რე­ბი. ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას გვი­ზი­ა­რებ­დნენ ის­რა­ელ­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ. ამ­ჯე­რად კი „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზ წე­რენ რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბი­ან. მათ­თან ერ­თად კი არი­ან ხა­შუ­რის მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ის­რა­ელ­ში ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­ჯვეს. „არ მინ­და ვინ­მეს ეგო­ნოს, ომის სიმ­ძი­მეს…