ძლიერმა წვიმამ გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა დააზიანა. ლანჩხუთში სოფელ ქვემო მამათსა და ხორეთში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის შედეგებს პირადად გაეცნენ.
,,უხვმა ნალექმა ისევ შეუქმნა პრობლემები გურიის რეგიონს. დაიტბორა გზები, საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა მილხიდები. ისევ განვითარდა გარკვეულ სოფლებში მეწყრული პროცესები სამწუხაროდ. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, სამივე მუნიციპალიტეტში ვაგრძელებთ მუშაობას საგანგებო რეჟიმში, არის გარკვეული ადგილები, სადაც დაზიანდა გაზმომარაგების მილები და მიმდინარეობს აქტიურად მუშაობა, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს კომუნიკაციების აღდგენა. ფუნქციონირებს ცხელი ხაზი მუნიციპალიტეტებშიც და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაშიც, ასევე, სამწუხაროდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხორეთში დროებითი გადასასვლელი ისევ დააზიანა უხვმა ნალექმა, ხიდის საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, რაც შეეხება დროებით გადასასვლელს, როგორც კი ამინდი მოგვცემს ამის შესაძლებლობას, აუცილებლად მოხდება მისი აღდგენა. აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ჩვენს მოქალაქეებთან, სამწუხაროდ, ასევე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაზიანდა სასაფლაოს კედელი, რომელიც, ასევე, მყისიერად იქნება აღდგენილი როგორც კი ამინდი ამის შესაძლებლობას მოგვცემს“, _ აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მსგავსი სტატიები

  • 64
    ძლიერმა წვიმამ გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა დააზიანაძლიერმა წვიმამ გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა დააზიანა. ლანჩხუთში სოფელ ქვემო მამათსა და ხორეთში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის შედეგებს პირადად გაეცნენ. „უხვმა ნალექმა ისევ შეუქმნა პრობლემები გურიის რეგიონს. დაიტბორა გზები, საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა მილხიდები. ისევ განვითარდა გარკვეულ სოფლებში მეწყრული…
  • 62
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 50
    ოზურგეთში თოვსდღეს ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში კალანდის აღსანიშნავად დიდი სამზადისია. როგორც კალანდას შეშვენის, გურიის უმეტესი დასახლებები კალანდას თოვლით ხვდება. როგორც შემატყობინეს სოფელ მთისპირში თოვლის საფარი ამ წუთებში 20 სანტიმეტრია, უფრო ზემოთ _ვანიქედში 30 სანტიმეტრი. თოვლის საფარი უფრო მაღალია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში. ტრანსპორტი ჩვეულებრივ მოძრაობს. „გზამშენი 18“ და მუნიციპალური…
  • 49
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 48
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…

არ გამოტოვოთ